აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი – მხარს ვუჭერთ უსაფრთხო, აყვავებულ და დემოკრატიულ საქართველოს
შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, აყვავებულ და დემოკრატიულ საქართველოს,– ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი, რომელიც საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას უკავშირდება.
„შეერთებული შტატები მხარს უჭერს უსაფრთხო, აყვავებულ და დემოკრატიულ საქართველოს. ჩვენ მაღალ შეფასებას ვაძლევთ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღით მიღწეულ პროგრესს და მხარს ვუჭერთ მმართველი პარტიის წარმომადგენლებსა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მიმდინარე დიალოგს საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, გააძლიეროს თავისი ვალდებულება დემოკრატიის პრინციპების, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის მიმართ, რათა უზრუნველყოს, მისი სასამართლო და საპროკურორო სისტემა თავისუფალი იყოს პოლიტიკური მიკერძოებებისგან. შეერთებული შტატები გააგრძელებს მუშაობას თავის სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოსთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს კანონის უზენაესობა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტები“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.
Bir Yorum
Fehmi Uzal Ustiaşvili
Bu bir deneme yorum yazısı!
Tutar yada tutmaz.
Siteyi izleyen size – okuyucuya, yani bireye, sana bağlı!
Yanlış anla-yada anlama, aklına, kalbine yani, büsbütün sana,
Bilirsin bilmezsin!
Henüz hayatta kolun-komşun,dağdaki domuzu yeni gömdün karnına ! Eyvallah.
Gözümüz yok diyenin gözü…
Ama sen biliyorsun.
İşte,sensin, senin cenazen.
Sırası gelecek güneşin, senin değil.
Dağılma!
Selam vermediğin komşun-keman devam ediyor yazmaya!