საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა ვანის მუზეუმის მშენებლობა და მიმდებარე ტერიტორიის რეაბილიტაცია დაასრულა. უწყების ცნობით, დასრულებული სამუშაოები საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა დაათვალიერა. მისი თქმით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სრულიად ახალი სამუზეუმო კომპლექსი სჭირდებოდა იმ არქეოლოგიურ სიმდიდრეს, რომელიც აქვს ვანს. „ამ კომპლექსს ბოლოს 35 წლის წინ ჩაუტარდა გარკვეული სახის სარეაბილიტაციო სამუშაოები. უკვე სრულიად ახალი სამუზეუმო კომპლექსი ზაფხულიდან მზად იქნება უმასპინძლოს როგორც ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს, ისე მის სტუმრებს. იმედია, პანდემიის შემდეგ ახალი ტურისტული დანიშნულება იქნება მაღალი ინტერესის სფერო, როგორც ქართველებისთვის, ისე იმ ტურისტებისთვის რომლებსაც აქვთ საქართველოში ჩამოსვლის სურვილი და როგორც კი ივლისში ქვეყანა მზად იქნება ტურისტული სეზონის გახსნისთვის, ეროვნული მუზეუმის პერსონალიც ახალი ექსპოზიციით მზად დახვდება მნახველს“, – განაცხდა ვიცე-პრემიერმა. სამინისტროში აცხადებენ, რომ მსოფლიო ბანკის დაფინანსებით განხორციელებული პროექტის ღირებულება 20 მილიონ ლარს შეადგენს. ახალ, ოთხსართულიან შენობაში, პროექტის ფარგლებში, ასევე მოეწყობა ავტოსადგომი, მცირე ბიბლიოთეკა, ლაბორატორია, კაფეტერია და ადმინისტრაციული ოფისი. შენობა სრულად არის ადაპტირებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ვანის არქეოლოგიურ მუზეუმს რეაბილიტაცია 1985 წლის შემდეგ პირველად ჩაუტარდა. პროექტის დასრულების შემდეგ ის საერთაშორისო სტანდარტებს გაუთანაბრდება და ასევე სრულად აღიჭურვება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ინვენტარით. მშენებლობის პარალელურად, მუნიციპალური განვითარების ფონდმა არქეოლოგიურ მუზეუმამდე მისასვლელი გზის და მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ღობეების რეაბილიტაციაც დაასრულა. სამინისტროში აღნიშნავენ, რომ სარეაბილიტაციო-სარეკონსტრუქციო პროექტის განხორციელება ხელს შეუწყობს ვანის არქეოლოგიური სივრცის დაცვას, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას
Gürcistan’ın Vani kentinde bulunan Vani Arkeoloji Müzesi’nin tadilatı ve çevre rehabilitasyonu tamamlandı. Modern standartlarla donatılan müze engelli insanların rahatça gezebileği şekilde rehabilite edildi. Vani Müzesi’nde en son 35 yıl önce rehabilitasyon çalışması yapılmıştı. Yeni müze kompleksi hem ülkemizin vatandaşlarını hem de misafirlerini ağırlamaya hazır durumda. Gürcistan Bölgesel Kalkınma ve Altyapı Bakanlığı’nin destekleriyle tamamlanan Müze Temmuz ayından itibaren turist ziyaretine açık olacak. Bakanlık, Dünya Bankası tarafından finanse edilen projenin maliyetinin 20 milyon Lari olduğunu açıkladı. Yeni dört katlı binada bir otopark, küçük bir kütüphane, bir laboratuvar, bir kafeterya ve bir idari ofis de yer alacak. Bina engelli insanların rahatça gezebilmesi içinde rehabilite edildi. İnşaata paralel olarak Belediye Kalkınma Fonu, Arkeoloji Müzesi’ne erişim yolunun rehabilitasyonunu da tamamladı.