—ეს ყველამ უნდა იცოდეს—
ირკვევა რომ უამრავმა ქართველმა მწერლობის ფასი არ იცის. ასეთების გასაგონად ვწერ და ვინც ხვდებით, იქნებ გააგებინოთ, რომ პირველი მწერალი მწერალთა შორის მოსე წინასწარმეტყველია, ათი მცნების ავტორი; რომელი მცნება საყრდენია ქრისტეს მოძღვრებისა, რომელზეც შემდეგ, დიდ განმანათლებელთა წერილობითი ტექსტებია დაფუძნებული. სამაგლითოდ მწერალი ილია ჭავჭავაძე შეგვიძლია მოვიყვანოთ, რომელიც ეკლესიამ წმინდანად შერაცხა. რას გვებნება ილია? —,, მამული, ენა, სარწმუნოება”, . პირველად მამულს გეუბნება, რომელ მამულზეც ახლა ოფშორელები არიან მისეულნი და უღვთოთ ძარცვავენ.აი, რის ცოდნა გვაკლია, გგონია ვინც ამ მიწა მამულიდან შენს მაგივრად მდიდრდება, შენ ქონებას ეზიდება —შენ გაგახარებს?! —არასდროს, რადგან ის შენში, აწ მიტაცებულ ქონების პოტენციურ შემდავებელს ხედავს (აი რა აწუხებდა ილიას, კალამი ხელში რამ ააღებინა).ეს რომ ასეა და შემოსავლები ჩვენ უნდა განვკარგოთ, რომ მიწა-მამულს მყარად მოვეპატრონოთ, რომელ მწერალთა თხზულებებშიც შეგხვდებათ, უნდა წავიკითხოთ, რომ წიგნისა და მწერლის ფასი გავიგოთ. შოთა, თეიმურაზი, არჩილი, აკაკი, ვაჟა გალაკტიონი, ყველა ამას გვასწავლის და მეტი ფიცი-მტკიცი რაღად გინდა. ეს უშიშარი პიროვნებები, სიტყვაკაზმული ქართული ენით შეგვაგონებენ, რომ ეს ულამაზესი გზაჯვარედინი, ჩვენი სამშობლო საქართველოა, კავკასიაა, რომელსაც მოფრთხილება და დაცვა სჭირდება, —თავის მიწა – მამულ, ზღვა – ტბა-მდინარ, საბადო-წიაღისეულ და ბაჯაღლო ხალხიანა.