/ Üç silahşörler diye anılan üç bilim insanı (soldan sağa) Paata Imnadze, Tengiz Tsertsvadze ve Amiran Gamkrelidze /
საქართველო ევროკავშირის იმ 15 არაწევრ ქვეყანას შორისაა, რომელსაც ევროკავშირი საკმარისად უსაფრთხო ქვეყანად თვლის იმისთვის, რომ საზღვრები გაუხსნას. ეს ერთადერთი ყოფილი საბჭოთა ქვეყანაა, რომელმაც ეს სტატუსი მოიპოვა, – ამის შესახებ, წერს, BBC-ი სტატიაში, სახელწოდებით : „როგორ დაეხმარა სამი მუშკეტერი საქართველოს ვირუსთან ბრძოლაში“. მეცნიერთა ჯგუფს, რომლებიც პანდემიის დროს დაუღალავად იბრძოდნენ ვირუსის წინააღმდეგ „სამ მუშკეტერი“ უწოდეს.
სტატიაში საუბარია იმ ღონისძიებებზე, რაც ქვეყნის ხელისუფლებამ კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში განახორციელა, მათ შორის აღნიშნულია სკოლების, უნივერსიტეტების, არა აუცილებელი ბიზნეს ობიექტების დახურვა, საგანგებო მდგომარეობის შემოღება, შიდა გადაადგილებაზე შეზღუდვების დაწესება და „კომენდანტის საათის“ დაწესება.
„საქართველოს დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის ლუგარის ლაბორატორია რუსული დეზინფორმაციის გამუდმებული სამიზნე იყო. მას აშშ-ის საიდუმლო ბიოლოგიური იარაღის პროგრამაში მონაწილეობაში ადანაშაულებდნენ, მაგრამ მისი მეცნიერები სათავეში ედგნენ ქვეყნის ბრძოლას პანდემიის წინააღმდეგ“, – აღნიშნულია სტატიაში.
„საქართველოში დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის მეცნიერებმა მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებების გამო დიდი პატივისცემა დაიმსახურეს. ვინ არიან ეს მუშკეტერები? ეს ტრიო შედგებოდა დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელ ამირან გამყრელიძის, მთავარი ვირუსოლოგის პაატა იმნაძისა და თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელის თენგიზ ცერცვაძისგან. კიდევ ერთი პოპულარული ფიგურა მარინა ეზუგბაია იყო, რომელიც თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორია,“- აღნიშნულია სტატიაში.
BBC-ი წერს, რომ ქვეყნისთვის დიდი ტესტი იყო აღდგომის დღესასწაული. არსებობდა შიში, რომ ღამის საეკლესიო მსახურებას ათასობით ადამიანი დაესწრებოდა, თუმცა საზოგადოებამ მეცნიერების რჩევა გაითვალისწინა და სახლში დარჩა.
BBC: Gürcistan’ın koronavirüsle savaşında gizli silahı: ‘Üç silahşörler’!
Gürcistan, AB’nin sınırlarını açacak kadar güvenli bir ülke olduğunu düşündüğü AB üyesi olmayan 15 ülke arasında yer alıyor. BBC, bu statüyü kazanan tek eski Sovyet ülkesi, “Üç Silahşör Gürcü Virüsüyle Mücadeleye Nasıl Yardım Ediyor” başlıklı bir makalede yazıyor. Salgın sırasında virüse karşı yorulmadan savaşan bir grup bilim adamı buna “Üç Silahşör” adını verdiler.Makale, okulların, üniversitelerin, zorunlu olmayan iş tesislerinin kapatılması, acil durumun getirilmesi, iç hareket kısıtlamaları ve bir “komuta saati” kurulması da dahil olmak üzere, ülke yetkililerinin Coronavirüs ile mücadelede aldığı önlemleri tartışıyor.”Gürcistan Ulusal Hastalık Kontrol Merkezi Lugar Laboratuvarı, Rus yanlış bilgilendirmesinin sürekli hedefiydi. ABD gizli biyolojik silah programına katılmakla suçlandı, ancak bilim adamları ülkenin pandemiye karşı mücadelesinin ön saflarında yer aldılar. ””Gürcistan’daki Ulusal Hastalık Kontrol Merkezi bilim adamları kararlarına büyük saygı duydular. Bu silahşörler kim? Üçlü, Ulusal Hastalık Kontrol Merkezi başkanı Amiran Gamkrelidze, baş virolog Paata Imnadze ve Tiflis Enfeksiyon Hastalıkları Hastanesi başkanı Tengiz Tsertsvadze’den oluşuyordu. Bir başka popüler figür, Tiflis Enfeksiyon Hastalıkları Hastanesi’nin tıbbi direktörü Marina Ezugbaia’ydı ”.
BBC, ülke için büyük bir testin Paskalya olduğunu yazıyor. Gece kilise hizmetine binlerce insanın katılacağı korkusu vardı, ancak topluluk bilimin tavsiyesini aldı ve evde kaldı.