„მადლიერების ჩიტი“-ჯილდო საზოგადოების ღირსეული წევრებისთვის
საქველმოქმედო ფონდი „ქართული გალობა“ 2012 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით „სმარტ კაპიტალ ჯგუფის“ და მისი დამფუძნებლის ბატონი ვანო ჩხარტიშვილის მიერ შეიქმნა.x
ფონდის საქმიანობის ძირითადი მიზანია ქართული სიმღერა-გალობისა და ხალხური შემოქმედების ხელშეწყობა და პოპულარიზაცია საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. ასევე, ქართული ტრადიციული მუსიკის სამეცნიერო კვლევის ხელშეწყობა, რაც ჩვენი მომავალი თაობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი საგანძურია.
ფონდის პროექტების ხელშემწყობთათვის, განსაკუთრებული პატივისცემის და მადლიერების გამოსახატავად, მისი დამფუძნებლის – ქალბატონი ნანა გოთუას მიერ შეიქმნა ჯილდო „მადლიერების ჩიტი“.x
პრემია პირველად 2019 წელს გადაეცათ საქართველოს საპატრიარქოს დასავლეთ ევროპის ეპარქიის მღვდელმსახურებს: აქრიმანდრიტ მოსეს (ჭანკვეტაძე) და არქიმანდრიტ ანდრიას (ლაცაბიძე) ქალაქ ბარისა და ფლორენციის ქართულ სამრევლოებში ტრადიციული სიმღერა-გალობის მხარდაჭერისთვის და ფონდთან აქტიური თანამშრომლობისთვის. ერთობლივი პროექტის ფარგლებში, 2015 წლიდან დღემდე იტალიაში მცხოვრები ემიგრანტი ბავშვები ქართულ ტრადიციულ მუსიკას ეუფლებიან.x
მოგვიანებით, ჯილდო მიიღო პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა გიორგი კეკელიძემ, რომლის ინიციატივითა და ფონდის მხარდაჭერით 2019 წელს ბიბლიოთეკის მესამე კორპუსში ფოლკლორის დარბაზი დაფუძნდა.x
სულ რამდენიმე დღის წინ კი, ამ პრიზით, საიუბილეო საღამოზე დაჯილდოვდა ქართველი გამოჩენილი მომღერალი და ლოტბარი, ქართული სიმღერების ჩანაწერების მომძიებელი და გამომცემელი, საუკუნის მოამაგე – ანზორ ერქომაიშვილი. ჯილდოს ოთხივე მფლობელი ჩვენი ქვეყნის წინაშე გაწეული განსაკუთრებული ღვაწლისა და ამაგისათვის დაჯილდოვდა და ფონდისთვის დიდი პატივია ამ ადამიანებთან თანამშრომლობა.
ფონდი განაგრძობს თავის საქმიანობას და ქართული საგანძურის ახალი თაობისთვის შეგროვება-გადაცემას.
“Şükran Kuşu” – toplumun değerli üyelerine verilen bir ödül
Georgian Chant Charitable Foundation, “Smart Capital Group ” ve kurucusu Bay Vano Chkhartishvili tarafından Tüm Georgia Ilia II Katolikos Patriği’nin kutsamasıyla 2012 yılında kurulmuştur.
Vakfın faaliyetlerinin temel amacı, Gürcü şarkılarını ve halk sanatını Gürcistan’da ve yurt dışında tanıtmak ve yaygınlaştırmaktır. Ayrıca, gelecek nesillerimiz için çok önemli bir hazine olan Gürcü geleneksel müziğinin bilimsel araştırmalarını teşvik etmek.
“Şükran Kuşu” ödülü, kurucusu Bayan Nana Gotua tarafından Vakfın projelerini destekleyenlere özel saygı ve minnettarlık göstermek için oluşturuldu.
Ödül ilk olarak 2019 yılında Gürcistan Patrikliği Batı Avrupa Piskoposluğu din adamlarına takdim edildi: Akrimandrit Moses (Chankvetadze) ve Archimandrite Andria (Latsabidze), Bari ve Floransa’daki Gürcü cemaatlerinde geleneksel şarkı söylemelerine destekleri ve Vakıf ile aktif işbirliği için. Ortak proje çerçevesinde 2015 yılından beri İtalya’da yaşayan göçmen çocuklar Gürcü geleneksel müziğine hakim oldular.
Daha sonra ödülü Milli Parlamento Kütüphanesi Müdürü Giorgi Kekelidze aldı ve Vakfın desteğiyle 2019 yılında Kütüphane’nin üçüncü binasına Folklor Salonu kuruldu.
Sadece birkaç gün önce, önde gelen Gürcü şarkıcı ve piyango kazananı, Gürcü şarkı kayıtlarının araştırmacısı ve yayıncısı, yüzyılın bekçisi Anzor Erkomaishvili, yıldönümü akşamında bu ödüle layık görüldü. Dört ödül sahibi de ülkemize üstün hizmet ve özveriyle ödüllendirildi ve bu insanlarla çalışmak Vakfımız için büyük bir onur.
Fon faaliyetlerine devam etmekte ve Gürcistan hazinelerini toplayıp yeni nesillere aktarmaktadır.
წყარო: სააგენტო ინტრეპრესნიუსი
Kaynak: Interpressnews.ge