100 Yıl Önce bugün, TBMM Başkanı Mustafa Kemal Atatürk’e güven mektubunu sunan ilk yabancı Büyükelçi, Gürcistan Demokratik Cumhuriyeti’nin Ankara Sefiri ( Elçisi) Simon Mdivani:
Gürcü Haber: 100 yıl önce 8 Şubat 1921 günü, Gürcistan Demokratik Cumhuriyeti Başkanvekili ve Gürcistan Demokratik Cumhuriyet Kurucu Meclisi Sekreteri, deneyimli diplomat Simon Mdivani Bağımsız Gürcista’nın güven mektubunu ”yeni Türkiye’nin!” (Ankara Hükümeti ) Büyük Millet Meclisi Başkanı Mutafa Kemal Atatürk’e sundu!
Bu tarihten 17 gün sonra Kızıl Ordu Gürcistan’ı işgal edecek ve Bağımsız Gürcistan’ı ortadan kaldıracaktı.
Gürcistan ve Türkiye’nin bu en zor zamanında kurulan diplomatik ilişkinin 100. yılı dolayısı ile Gürcistan Ankara Büyükelçisi Giorgi Janjgava tarihi bir makale kaleme aldı. Historiani ( ისტორიანის ) dergisinin gelecek sayısında çıkacak olan makale Gürcü Haber de!
ძვირფასო მეგობრებო,
ხვალინდელი დღე გახლავთ უაღრესად მნიშვნელოვანი თარიღი, საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების ისტორიაში. 100 წლის წინ, სწორედ ამ დღეს, 1921 წლის 8 თებერვალს, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების თავმჯდომარის მოადგილემ, გამოცდილმა პოლიტიკოსმა, ანკარაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ელჩად დანიშნულმა სიმონ მდივანმა, რწმუნებათა სიგელი გადასცა თურქეთის დიდი ეროვნული კრების თავმჯდომარეს მუსტაფა ქემალ ათათურქს. ეს მოვლენა იმითაცაა გამორჩეული, რომ სწორედ საქართველოს წარმომადგენელი იყო პირველი უცხოელი ელჩი, რომელსაც წილად ხვდა ანკარის (ანგორის) მთავრობის მეთაურისთვის რწმუნებათა სიგელების გადაცემის პატივი.
აღნიშნულ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ჟურნალ ,,ისტორიანის“ მომდევნო ნომერში დაიბეჭდება ჩემი ვრცელი სტატია, რომელშიც წარმოდგენილი იქნება არაერთი საინტერესო დეტალი, ანკარაში საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობისა და საქართველო-თურქეთის დიპლომატიური ურთიერთობების საწყისი პერიოდის შესახებ.
აქვე, გთავაზობთ, იმ პერიოდში, ანკარაში მყოფი ამერიკელი ჟურნალისტის, გაზეთის ,,Philadelphia Public Ledger“ კორესპონდენტის, კლარენს სტრეიტის მიერ გადაღებულ სიმონ მდივანის ფოტოსურათს, რომელსაც ქართული საზოგადოება სწორედ ამ პოსტის საშუალებით იხილავს პირველად. და ბოლოს, გულწრფელად რომ გითხრათ, ძალზე მეამაყება, რომ ანკარაში საქართველოს პირველი დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნიდან 100 წლის თავზე, მაქვს პატივი, ვიყო თურქეთის რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიური მისიის ხელმძღვანელი.