„როგორ მზესავით იწვის „ჰემრუთი“ „
ართვინში, იუსუფელის ამ ულამაზეს მიდამოებში მცხოვრები „ჩვენებურები“-ს სოფელ დერეიჩიში ერთ-ერთ სახლში 2021 წლის 17 მარტს გაჩენილმა ხანძარმა მთელი სოფელი გადაწვა. ძველ ტაოში, ამ ულამაზეს სოფელში, სადაც მხოლოდ ხის სახლები იყო, ხანძარი სწრაფად გავრცელდა.. და სრულად განადგურდა ქართველებით დასახლებული ისტორიული სოფელი, რომლის პირვანდელი სახელწოდება იყო ჰემრუტი, ხოლო ახლანდელი – დერეიჩი,
სხვაგვარად მეწვის გული ამ ადამიანებზე და მათ ამგვარ ტრაგედიაზე.
ანგელოზებმა დააგვიანეს
როგორ მზესავით იწვის „ჰემრუთი“,
დღეს „დერეიჩის“ ალი ბრიალებს,
ამ ძველი ტაოს მიდამოებში,
ანგელოზებმა დააგვიანეს.
მთაზე შეფენილ მერცხლის ბუდეებს,
მოჰგავდა ხეში თლილი სახლები,
სადაც თაობებს ცვლიდნენ და ცვლიდნენ,
ნენეს კალთიდან გურჯი ბალღები.
სხვაგვარი ჰავა სდევდა სამყაროს,
გადმოყოლილი აჭარის ნიავს,,
დღეს რომ მზესავით იწვის ჰერმუთი,
და ისტორია ცეცლის ალს მიაქვს.
აჭარის მთებში აკვნის ჭრიალის,
ხმა ისმის გაღმა გადასძახების,
სახლ-კარ დაცლილის მოადგა ბედი,
როგორც წარსულში გადასახლების.
როგორ მზესავით იწვის ჰემრუთი,
დღეს დერეიჩის ალი ბრიალებს,
ამ ძველი ტაოს მიდამოებში,
ანგელოზებმა დააგვიანეს.
18.03.2021
TEKRAR GEÇMİŞ OLSUN YUSUFELİ
Gürcü Haber: Dayanışma Zamanı: Türkiye ve dünya gündemini etkileyen haberler arasında kaybolmayacak, unutulmayacak büyük bir acı yaşandı Yusufeli’nde! Tekrar geçmiş olsun!
Gürcistan’dan da Yusufeli yangını ile ilgili çok sayıda acımızı paylaşan mesajlar geliyor.
Natia Jimsheleishvili arkadaşımız Gürcistan’dan Yusufeli yangınıda yaşadığımız acıyı bir şiiri ile paylaşmaya çalışmış, sağolsun. Kendisine teşekkür ediyoruz.
Gürcü Kültür Merkezi üyesi Artvinli arkadaşlarımız ve Çoruh Vadisi Borçkalılar Derneği Başkanı Hasibe Özkan‘dan aldığımız bilgilere göre İstanbul’daki Artvin ve Artvin ilçeleri dernekleri Yusufeli yangınında etkilenen kardeşlerimize yardım ve için seferber olmuş durumdalar. Şimdi dayanışma zamanı! Sağolsunlar.