გული სისხლის ტბა, თვალები უმზეო, გონება დაბინდული,
რაო, საქართველოვ, შემოგევლე, რატომ ხარ გარინდული.
რა გვაქვს სატირალი, არ გადაშენებულა შენი მოდგმა,
მთები ჩამოშალა აჭარაში შენი შვილებისათვის ჩვენმა მოთქმამ.
ნაწილი უფალთან გაფრინდა ზეცაში შენს გადასარჩენად,
თავისუფლებისათვის ისევე დავდგეთ მტრის წინ ასაჩეხად.
/ხეებზე გაკრული ლექსებიდან/
9 Nisan Gürcistan’da trajedi ve zafer günü olarak anılıyor!
Gürcü Haber: Hayatı güçlendirmeye, bağımsızlığımızı ve egemenliğimizi güçlendirmeye, birliğimizi ve halkımız için daha iyi bir geleceğe hizmet eden hedefler için savaşmaya devam etmek için her şeyi yapmalıyız!
1989 – 9 Nisan sabahı, Sovyet birlikleri, Tiflis parlamento binası önünde barışçıl bir protesto düzenleyen halkın üzerine tanklarla yürüdü. Baskında 21 kişi öldürüldü, yüzlercesi yaralandı ve binlerce insan atılan gaz bombaları ile zehirlendi.
Daha sonra 9 Nisan 1991’de Yüksek Konsey Gürcistan’ın bağımsızlığını yeniden tesis ettiğini ilan etti.
9 აპრილი – დღე ტკივილის და დღე სიხარულის
ზუსტად 27 წლის წინათ, 1989 წლის 9 აპრილს თბილისის ცაზე შავი ღრუბელი შეიკრა. ანტი-საბჭოთა მშვიდობიანი დემონსტრაციის დარბევამ ათობით ადამიანის სიკვდილი და ასობით ადამიანის მოწამვლა და დასახიჩრება გამოიწვია.
დაღუპულებს შორის იყვნენ მე-10 კლასის მოსწავლეებიც. ისინი არ შეუშინდნენ ორლესულ ნიჩბებს და მათკენ მიმართულ იარაღებს. თითოეულ იქ მყოფს კარგად ჰქონდა გააზრებული სამშობლოს თავისუფლების შეუფასებლობის და მისთვის თავგანწირვის იდეა.
ჩვენ უნდა გვახსოვდეს 9 აპრილის გმირები, რადგან ეს ის ადამიანები არიან, რომლებმაც საქართველოს თავისუფლება მოუტანეს.
მათ ხსოვნას ქვეყანა სანთლებად აინთებს!
ჩვენ მეხსიერებაში კი 9 აპრილი ყოველთვის დარჩება უდიდესი ტკივილის და სიხარულის დღედ. მაშინ მე დაბადებულიც კი არ ვიყავი, მაგრამ რომ ვყოფილიყავი, აუცილებლად დავდგებოდი ჩემი სამშობლოს თავისუფლების სადარაჯოზე.
გული სისხლის ტბა, თვალები უმზეო, გონება დაბინდული,
რაო, საქართველოვ, შემოგევლე, რატომ ხარ გარინდული.
რა გვაქვს სატირალი, არ გადაშენებულა შენი მოდგმა,
მთები ჩამოშალა აჭარაში შენი შვილებისათვის ჩვენმა მოთქმამ.
ნაწილი უფალთან გაფრინდა ზეცაში შენს გადასარჩენად,
თავისუფლებისათვის ისევე დავდგეთ მტრის წინ ასაჩეხად.
/ხეებზე გაკრული ლექსებიდან/