Bugün 9 Mayıs! Nazılere karşı kazanıla büyük zafer günü!
Her 9 Mayısta Nazılere karşı kazanılan zafer günü kutlanıyor:
Biz bu zafer gününde o savaşta yitirilen bütün kahramanların yanında genç bir Gürcü şaiğrimizi, Mirza Gelovani’yi anmak ve hatırlamak istedik.
Şairimiz Mirza Gelovani bu fotoğrafta 27 yaşında. Savaşın en şiddetli zamanında, 1944- haziranda, Nazilere karşı yürütülen bir operasyonda şehit oldu. Belarus’ta bir mezarda yatıyor!
1943 de cephede yazdığı მე არ ვარ გმირი şiiri ve geride bıraktıkları ile Gürcistan’ın kalbinde yaşamaya devam ediyor!
ამ ფოტოზე, პოეტი მირზა გელოვანი 27 წლისაა. იგი 1944 წლის 26 ივნისს დაიღუპა, მტერზე მორიგი შეტევის დროს, დაკრძალულია ბელორუსიაში.
***
მე არ ვარ გმირი, ცეცხლში ბრძოლების,
ბედი მწყალობს და სიკვდილს ახელებს.
არდაბრუნება არ მეძნელება,
უფრო ძნელია თქვენზე წუხილი.
მიტომ კი არა, რომ სიყვარული
იყო პირველი, იყო უთქმელი,
რომ მოპარული, რომ დაფარული
არ ჰგავდა სხვისას ალერსი თქვენი.
რომ ღამე, ჩვენგან დამწვარი ერთად,
იყო მხურვალე, ვიდრე ვიცოდი,
რომ გრძნობა ჩემი მძაფრი და მკვეთრი
სხვასთან ამგვარად ვერ დაიწვოდა!..
ო, არა… მაგრამ სიკვდილის გვერდით,
სისხლიან ჩრდილში მწვავე ბრძოლების,
თქვენ მაგონდებით, როგორც იმედი
წარსულთა დღეთა განმეორების.
1943 წ.