ERDOĞAN’DAN ZURABİŞVİLİ’YE TEŞEKKÜR TELEFONU!..
AjansGürcü : თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ერდოღანმა მადლობა გადაუხადა ზურაბიშვილს სოლიდარობისთვის, რომელიც გამოჩნდა თურქეთში ტყის ხანძრების დროს.
Türkiye Cumhurbaşkanı Recep Tayyip Erdoğan, Gürcistan Cumhurbaşkanı Salome Zurabishvili ile bir telefon görüşmesi gerçekleştirdi. Erdoğan görüşmede Zurabişvili’ye, Türkiye’de yaşanan orman yangınlarında gösterilen dayanışma için teşekkür etti.
Cumhurbaşkanı Erdoğan, Gürcistan’ın Türkiye’nin sadece komşusu ve stratejik ortağı değil, aynı zamanda dost bir ülke olduğunu ve bu büyük dostluğun zor zamanlarda Gürcistan tarafından yeniden teyit edildiğini kaydetti.
Taraflar ayrıca, Gürcistan-Türkiye ikili ilişkilerinin önemi, stratejik ilişkiler, bunların geliştirilmesi ve altyapı, enerji ve ulaştırma alanlarında mevcut kapasitelerin derinleştirilmesi gereğini konuştular ve Erdoğan bölgede yeni ortaya çıkan fırsatları dikkate alarak Türkiye ve Gürcistan’ın enerji ve ulaştırma projelerinde birlikte çalışacaklarını kaydetti. http://Instagram.com/Ajans_Gurcu
თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან. ერდოღანმა მადლობა გადაუხადა ზურაბიშვილს სოლიდარობისთვის, რომელიც გამოჩნდა თურქეთში ტყის ხანძრების დროს.
პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ საქართველო არა მხოლოდ თურქეთის მეზობელი და სტრატეგიული პარტნიორია, არამედ მეგობარი ქვეყანაა და რომ ეს დიდი მეგობრობა საქართველოს მიერ რთულ დროს კიდევ ერთხელ დადასტურდა. მხარეებმა ასევე განიხილეს საქართველო-თურქეთის ორმხრივი ურთიერთობების მნიშვნელობა, სტრატეგიული ურთიერთობები, მათი განვითარება და ინფრასტრუქტურის, ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროში არსებული შესაძლებლობების გაღრმავების აუცილებლობა, ხოლო ერდოღანმა აღნიშნა, რომ თურქეთი და საქართველო ერთად იმუშავებენ ენერგეტიკულ და სატრანსპორტო პროექტებზე რეგიონში ახლად წარმოქმნილი შესაძლებლობების გათვალისწინებით.