კულტურის კომიტეტი სასიქადულო ქართველ პოეტს, დავით მაღრაძეს კიდევ ერთ საერთაშორისო წარმატებას ულოცავს. პოეზიის მსოფლიო აკადემიის წევრმა ავტორმა ლოს-ანჯელესში გამომცემლობა Rare Bird Books დახმარებით რიგით მეორე წიგნი, პოემა – „ბარაქიანი მიწა” გამოსცა. დავით მაღრაძის ნაშრომი ,,ბარაქიანი მიწა” „ამაზონის“ საიტზეა განთავსებული შემდეგი ანოტაციით: „დათო მაღრაძე აერთიანებს რა, პოეტურ სიტყვას მეტაფიზიკურ არტერიასთან, ის ატარებს მას მრავალშრიან ენობრივ რეგისტრში. პოეტი მიმართავს, როგორც ჩვენს შეგრძნებებს, ასევე ჩვენს ინდივიდუალურ და კოლექტიურ მეხსიერებას. ციტატები ელიოტის „ბერწი მიწიდან“ და მალერის ნაწარმოებიდან „სიმღერა მიწაზე“, გადაფარულია ბერწი მიწის – ბარაქიან მიწად გარდაქმნის პოეტური, პოლიტიკური და კოსმიური იმედით.“
როგორც ყოველთვის დავით მაღრაძის პოეზია საოცარი ლირიზმით, პოეტური ფორმებითა და სახეებით გამოირჩევა. ჩვენ კიდევ ერთხელ ვულოცავთ და მრავალ შემოქმედებით წარმატებას ვუსურვებთ გამორჩეულ ქართველ პოეტს.