„რელიგია და სამართალი“
2021 წლის 20-21 სექტემბერს, რუმინეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის, ბსუ-ს ნიკო ბერძენიშვილის ინსტიტუტისა და კონსტანცას ოვიდიუსის უნივერსიტეტის რელიგიისა და კანონიკური მიმართულების კვლევის ცენტრის ორგანიზებით, ონლაინ რეჟიმში, ჩატარდა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „რელიგია და სამართალი“. კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა ორი ქვეყნის 40-ზე მეტი მონაწილე.
კონფერენციაზე წარდგენილ მოხსენებებს განიხილავს შესაბამისი სამეცნიერო კომიტეტი, რომლის შემდეგაც სამეცნიერო ნაშრომები დაიბეჭდება რუმინეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის გამომცემლობის მიერ.