უმძიმესი პერიოდი დაიწყება უკრაინის შემდეგ – ამას უკვე არც კი მალავენ არც დასავლეთში და არც რუსეთში.
Demur Giorkhelidze: როგორც ჩანს, ევროკავშირი-რუსეთის სავაჭრო-ეკონომიკური კავშირები სრულად დაიხურება.
ცხადია, ეს ერთ დღეში და ერთ წელიწადში ვერ მოხდება, მაგრამ გარანტირებულად მოხდება!
ვის რა სარგებელი?!
მათი ეკონომიკის სტრუქტურა თუ არ იცის ადამიანმა, ან შესაძლებლობები, – შეფასებული პროფესიონალი ეკონომისტებისა და ფინანსისტების მიერ, არაფერი იქნება გასაგები.
გადაჯგუფება უკვე დაიწყო!
ალტერნატივები ვის რა აქვს, – პრაქტიკულად გამოსახულია!
რუსეთის გარანტირებული ალტერნატივები, პირველ რიგში “ბრიკს”-ია (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკაა) და აზიის, აფრიკისა და სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნები. ევროპას ერთადრთი ალტერნატივა აშშ შეიძლება ჰყავდეს, თუმცა, პირობებს მხოლოდ აშშ განსაზღვრავს.
როგორც ადრე დავწერე, – მესამე მსოფლიო ომი, რომელიც ხორციელდება ეკონომიკისა და ფინანსების სფეროში, არანაკლებ სასტიკია, ვიდრე ომი ტრადიციული გაგებით!
აქ თამაში არ არის მოგებაზე, – აქ თამაში დაჩოქებაზეა. მე ველი კიდევ უფრო სასტიკ დაპირისპირებას, რომელიც კრახით დაუჯდება არაერთ ქვეყანას. სიტუაცია გასულია ”უკანდაბრუნების წერტილიდან” – ე.ი. უკან არაფერი დაბრუნდება და სიტუაციები არაპროგნოზირებადი ხდება. ლოკალურ ომებად გარდასახვის პერსპექტივა აშკარა გახდა.
უმძიმესი პერიოდი დაიწყება უკრაინის შემდეგ – ამას უკვე არც კი მალავენ არც დასავლეთში და არც რუსეთში.