#მეგობრობაგვაძლიერებს
#DostlukGüçlenıyor
#ბათუმისდღეებიტრაპიზონში
#Trabzonbatumgünleri
Fehmi Uzal Ustiaşvili : Gürcistan Trabzon Başkonsolosluğu ve Trabzon Büyükşehir Belediyesi organizasyonu ”Batum Günler” etkinliği bugün sona eriyor. Şahsen davetli olduğum bu anlamlı etkinliği içeriden izlemek için bende Trabzon’da olacağım!
İstanbul Gürcü Kültür Merkezi Derneği ve gurcuhaber.com adına, başta Gürcistan Başkonsolosu Gela Japaridze‘ye, Trabzon Büyükşehir Belediyesi’ne, yerel basınımıza ve iki ülke halklarının dostluğu için çalışanlara teşekkür ediyorum.
Georgia in Trabzon : ქ.ტრაპიზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს ინიციატივითა და ქ. ტრაპიზონის მერიასთან ერთობლივი ორგანიზებით, ასევე, ქ. ბათუმის მერიის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის, საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის მხარდაჭერითა და ხელშეწყობით, ქ. ტრაპიზონში 24 სექტემბერს, „ბათუმის დღეები“ აღინიშნება. ღონისძიებასთან დაკავშირებით, ტრაპიზონის მერიის კულტურის ცენტრში გაიმართება ქართული ეროვნული სამოსის, ქართველი მხატვრების ფერწერული ტილოების, თექის და მუსიკალური ინსტრუმენტების გამოფენა. აგრეთვე, დაგეგმილია გასტრონომიული კუთხის მოწყობა და ქართული უალკოჰოლო სასმელებისა და ტრადიციული კერძების დეგუსტაცია და აჭარის ა.რ. კურორტების დეპარტამენტის მიერ ტურისტული საინფორმაციო სტენდის გამართვა. კულტურის ცენტრის დიდ საკონცერტო დარბაზში ჩატარდება გალა კონცერტი, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ენვერ ხაბაძის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლი „ბათუმი“, „აჭარის სახელმწიფო ვოკალური ანსამბლი ,,ბათუმი“, მომღერლები სოფო ხალვაში და ბაიარ შაჰინი.
***
აქვე გაცნობებთ, რომ გალა-კონცერტი დაიწყება 19:00 სთ-ზე. დასწრება თავისუფალია.
მისამართი: Hamamizade İhsan Bey Kültür Merkezi (ტრაპიზონის ცენტრალურ მოედანთან).
İhsanbey Cultural Centers in Hamamizade
https://maps.app.goo.gl/gcoPKtGbpP3RjLYYA?g_st=ic