-ანაციკლოზი დღევანდელობასთან მიმართებაში – მონარქია, ტირანია, არისტოკრატია, ოლიგარქია, დემოკრატია, ოხლოკრატია, (ვერსუს მერიტოკრატია, სოციოკრატია)…,
ანაციკლოზი
თანამედროვე ეპოქაში, განსაკუთრებით კი ბოლო ჟამს, თითქმის შეუძლებელია, რომ სადმე მედიის საშუალებებით რაიმე სახის გამჭვირვალობას გადაეყარო. ნებისმიერი დღევანდელი მასმედიის წყარო ყოველთვის მხოლოდ რომელიმე მიკერძოებული მხარის ინტერესებს წარმოადგენს და მათ ხედვებს გამოხატავს. ეს დღეს ყველგან ასეა. თუ ჩვენ გვსურს, რომ ამ მხრივ რაიმე სახის ტრანსპარენტულობას მივაღწიოთ, მაშინ ჩვენვე უნდა მოვიძიოთ ყველა მხრის მიერ მოწოდებული წყაროები, თავადვე უნდა გავუკეთოთ მათ ანალიზი და მხოლოდ ასე გამოვიტანოთ დასკვნები. ასე უფრო კომპეტენტურები ვიქნებით საკუთარი აზრის გამოხატვაში. სამწუხაროდ დღეს ეს ინფორმაციის ობიექტურობასთან დაახლოების ერთად ერთი საშუალებაა. ამაში ცუდი და სახიფათო ასევე ისიც არის, რომ ადამიანების უმეტესობას ამისთვის საკუთარი დრო და ენერგია ენანება და ამიტომ ძირითადად მის რეგიონში ან მხარეში დომინირებული მედიის წყაროების მიერ მოწოდებული ინფორმაციით ინდოქტრინაციას მორჩილად ჯერდება ხოლმე.
რაც შეეხება დღევანდელ სიტუაციას, აქაც ახალი არაფერი არ არის ამ მხრივ. ეს ასევე იყო პანდემიის პირობებშიც, ბოლო დროების არჩევნების პირობებშიც და ნებისმიერი სხა ასეთი ტალღის აგორების პირობებში. ამ “სენსაციებზე” წამოგება მებადურის ზღვაში განასროლ ბადეში მოხვედრილი თევზების ბედის ტოლფასია. მანდ მოხვედრილი თევზების რაოდენობით განისაზღვრება ამა თუ იმ დაგეგმილი თუ სპონტანურად განხორციელებული მოვლენის წარმატებით განხორციელება, ერთობლივად ქვეყნების მმართველების, რელიგიური ორგანიზაციების და ასევე ფარმა, სამხედრო, გაზის და ნავთობის თუ აიტი ტექნოლოგიების ინდუსტიების წარმომადგენელი დიდი კონცერნების მიერ.
სამწუხაროთ ბადეში მოხვედრილ თევზებს აღარ ახსოვთ წინა გამოცდილებები და ისინი ისევ და ისევ ახალ ახალ ჭრელ, უფრო დახვეწილ ბადეებში იხლართებიან ხოლმე…
ასეა დღეს ადამიანების დაახლოებით ოთხმოცი პროცენტი. დანარჩენი, ამ ბადეს დასხლეტილი ოცი პროცენტიდან, ალბათ თხუთმეტს რეალობის აღქმის ფრუსტრაცია ანადგურებს და შთქნთქავს ხოლმე და მხოლოდ დარჩენილ ხუთ პროცენტს შესწევს უნარი, რომ მათივე რაციონალური დასკვნების და მიუხედავად, ცხოვრების აფსურდულობასთან მიმართებაში, ცხოვრება მაინც ისევ გააგრძელონ.
ასეთი შინაგანი სიმყარის და კონსესუსის შესანარჩუნებლად ადამიანს გჭირდება ზერაციონალული ინტელექტი, ინტუიციური შეგრძნება და ტრანსცენდენტალური „ზუმ აუტ“- ის უნარი. მთელი მედიის სტრატეგია კი იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ პირიქით და საპირისპიროდ „ზუმ ინ“- ი გავაკეთოდ, ყოველთვის და მუდამ გულთან ახლოს მივიტანოთ ის მოვლენები, რომლებსაც ჟურნალ გაზეთები და ეკრანები ცხვირწინ სენტიმენტალურად გვიფრიალებენ. ეს არის მარტივი სტრატეგია. ამას ხან სოლიდარობა, ხან პატრიოტიზმი და ხან რელიგიური მრწამსი ეწოდება. ამითი ჩვენ აღარც დრო, აღარც ენერგია და სურვილი აღარ გვრჩება, რომ გავისიგრძეგანოთ, თუ რა ხდება ამ დროს რეალურად კულისებში ფარდების მიღმა. ძირითადად ჩვენი მიხვედრილობა პოსტსკრიპტუმურია, რასაც არასოდეს არ მოაქვს სიტუაციური მიხვედრილობის უნარი და ამითი ასევე ჩვენი შინაგანი პიროვნული ზრდა და ინდივიდუალური განვითარებაც ძლიერად ფერხდება ხოლმე.
დღევანდელობის მოცემულ რეალობას რომ გადავხედოთ მსოფლიო ეკონომიურ ბაზარზე, დავინახავთ, რომ არსებობს ორი დიდი ბანაკი. ცალ მხარეს ერთად აღებული ნატო და ევროკავშირი და მეორე მხარეს BRICS – ის (ბრაზილია, რუსეთი, ინდოეთი, ჩინეთი და სამხრეთ აფრიკა) ქვეყნები. სტატისტიკური მონაცემებით ისინი ერთმანეთს უკვე ბევრ რამეში უტოლდებიან. მოსახლეობით ბრიკს – ის ქვეყნები 3 მილიარდია ნატოს -1 მილიარდი, სამხერდო ბიუჯეტით ნატო 1 ტრილიონია, ბრიკის ქვეყნები 400 მილიარდი, თუმცა ატომური არსენალით და ასევე ჯარის, ტანკების და არტილერიის რაოდენობით ბრიკის ქვეყნებს ააქვთ უპირატესობა. ნატო, GDP – ითაც ასევე სხვაობებია, მაგრამ ამ რიცხვებს აღარ ააქვთ იმდენი მნიშვნელობა, როგორც იმ ფაქტს, რომ ბრიკ – ის ქვეყნები თითქმის აღარ არიან ამერიკულ დოლარზე დამოკიდებულები. ეს კი დღეს უკვე დედამიწის მოსახლეობის თითქმის ნახევარს წარმოადგენს. რა თქმა უნდა აქ არსებობს დიდი შინაგანი კონკურენცია და ჯერ ჯერობით არ არსებობენ არანაირი კოლაბორაციის, ან კოოპერაციის რაიმე სტრატეგიული მექანიზმები ამ ორ ბანაკს შორის.
ისტორიასაც რომ გადავხედოთ, ასევე ისიც მინდა ავღნიშნო, რომ ორივე მსოფლიო ომი ძირითადად ევროპის კონტინენტზე მიმდინარეობდა და უპირველეს ყოვლისა ქრისტიანულ კონტექსტში. (არადა მართლა ძალიან გასაკვირია, თუ რა გაუჭირდა ასეთი დედამიწაზე მცხოვრებ 2 მილიარდ ქრისტიანს მშვიდობის დასამყარებლად, როცა რელიგია „გიყვარდეს მტერი შენი“-ს ქადაგებს? რატომ ომობენ ყველაზე მეტს ზუსტად ესენი?) ახლაც საკმაოდ რეალური საშიშროებაა რომ ეს ომი, რომელიც ისევ ევროპის კონტინენტზე ხდება, კვლავ ფართომაშტაბიან ომში გადაიზარდოს. მსგავსება აქ ისიც არის, რომ ამერიკული დოლარი დღეს ისევ უდიდეს კრიზისს განიცდის, როგორც ეს მსოფლიო ომების დაწყებამდე იყო ხოლმე. ყოველწლიურად უფრო და უფრო დიდი სიჩქარით ტრილიონობით დოლარი იბეჭდება, (რაც ინფლაციას უფრო და უფრო მასშტაბურს ხდის) რომელიც არანაირ მიმართებაში აღარ არის ოქროს ღირებულებასთან, იმის შემდეგ, რაც პრეზიდენტმა ნიქსონმა 1971 წელს კანონი მიიღო ოქროს დოლარისგან გამოცალკევების შესახებ. იყო დროები, როდესაც არაბული ნავთობი მხოლოდ დოლარზე იყიდებოდა და ამას პეტროდოლარი ეწოდებოდა. უკვე კარგა ხანია, რაც ასეთი ცალმრივად დომინირებული რეგულაციები აღარ არსებობს…
ფაქტია ისიც, რომ როგორც პირველ, ასევე მეორე მსოფლიო ომებამდე ამერიკის ეკონომიკა დღევანდელის მსგავსად დიდ კრიზისს განიცდიდა და ომის შემდეგ ის ისევ მოწინავე ქვეყანა ხდებოდა. ამასთან ერთად დოლარის გავლენა ისევ ძლიერდებოდა ხოლმე ხანგრძლივი პერიოდებთ. ამ ომებში ამერიკა იყო სამხედრო იაღაღების, საწვავის და ყველაფერი დანარჩენი ომის საჭიროების მომმარაგებელი ევროპის კონტინენტზე. თუმცა ამ კონფლიქტებში ამერიკა ყოველთვის აქტიური მონაწილე იყო თავისი სტრატეგიულ გეოპოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესების გამო, მაგრამ არც ერთი მსოფლიო ომი არ მიმდინარეობდა ამერიკის კონტინენტზე და დღეს როგორც რუსეთი, ასევე ევროპაც ისევ წამოეგნენ ამ ანკესზე, როგორც ეს ისტორიულად ორივე მსოფლიო ომის დროს ხდებოდა. პოტენციურად ფართომასშტაბიანი ომი ისევ ევროპის, და არა ამერიკის, კონტინენტზე ხდება. რას უზამს ეს ევროკავშირს, ევროპის ეკონომიკას ან ევროს? კარგს არაფერს ცხადია.
ასევე მინდა, რომ პარალელი გავავლოთ იმ მოვლენებთან, როდესაც დღეს რუსეთზე დასავლური ქვეყნების მიერ სანქციები წესდება უკრაინასთან კონფლიქტის გამო. აქ ავტომატურად ხდება სანქციებში მონაწილე ქვეყნების დიდი შემართებით მათივე შიდა ეკონომიური კრიზისების მიზეზების უკრაინის კონფლიქტზე გადატანა და მასზე გადაბრალება. ამის პროპაგირებით თითქოს და უკრაინის ომის გამო სანქციები გახდებიან მათივე შიდა ეკონომიური კრიზისების გამომწვევი მთავარი მიზეზები და არა მათი ქვეყნების ეკონომიური და პოლიტიკური მმართველობის უუნარობა. ამაზე უკვე წერენ დასავლური მედიის წყაროები.
როგორც მათ ეს ყოველთვის ჩვევიათ, პოლიტიკოსები ახლაც ისევ თითს იშვერენ ვიღაცაზე. ამ შემთხვევაში დასავლელი მთავრობები ძალიან კარგად სპეკულირებენ რუსეთ უკრაინის ომით. მათ ახლა ძალიან ხელსაყრელი მომეტი აქვთ, მათ მიერ თავიანთ ქვეყნების მმართვის უუნარობის გარე მიზეზებზე გადატანის… ყველა თავის მაქსიმალურ სარგებლის გამოტანას ცდილობს ამ კონფლიტისგან. რეალობაში თავისუფლება და დემოკრატიული ღირებულებები მხოლოდ ლამაზი ფრაზები გამოდის…
თუმცა საშიშროება დღეს კიდევ უფრო დიდია, ვიდრე ოდესმე, თუნდაც ტაივანის საკითხის მოუგვარებლობის გამო ჩინეთს და ამერიკას შორის კონფლიქტის ესკალაცია რომ დაემატოს ზემოდან ამ ყველაფერს ერთად. მოკლედ დღევანდელი დედამიწა დენთის ბურთივით არის. ერთი უნებლიე ასანთის გაქვრა აკლია…
დღეს დედამიწაზე იმდენი ატომური ბირთვული იარაღია, რომ ჩვენს პლანეტას რამოდენიმეჯერ ააფეთქებდა. დღევანდელი ასეთი ერთი ბომბი ხიროსიმას და ნაგასაკის დროს არსებულ ბომბებს 40 ჯერ აღემატება სიძლიერით. დღეში რამოდენიმე ასეული მილიონი დოლარი იხარჯება ქვეყნების „თავდაცვაზე“ და შიმშილობით კი დღეში 30 000 ბავშვი კვდება პლანეტაზე, რომელთა გამოკვებასაც ამ თანხების 0,001 პროცენტიც კი ეყოფოდა. არის აქ საერთოდ რაიმე საღი აზრი? ვხვდებით ხომ ვის ხელშია ჩვენი ბედი და ვის ვირჩევთ ხოლმე, ჩვენს იმედებად, ძალით, ნებით, თუ უნებლიეთ?
როგორი იქნებოდა სამყარო ეს უუნარო პოლიტიკოსები რომ მოაცილა? ვინ იქნებოდა მტერი და საერთოდ იომებდა კი ვინმე ვინმესთან? საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენ ვირჩევთ პოლიტიკოსებს იმისთვის, რომ მერე მათ გვითხრან, თუ როგორ ვიცხოვროთ.
თავის დროზე პოლიბოსმა და არისტოტელემ, როგორც შემდგომში ასევე ჯეიმზ მედისონმაც ხელისუფლების მმართველობის ციკლების დინამიკა ძალიან კარგად დაინახეს და გადმოგვცეს. ამ პროცესს ანაციკლოზი ეწოდება. ამ ციკლს ააქვს წრიული სისტემა და ისტორიულად ის მუდამ მეორდება. მონარქია გადადის ტირანიაში, ტირანია არისტოკრატიაში, არისტოკრატია ოლიგარქიაში, ოლიგარქოა დემოკრატიაში და დემოკრატია ოხლოკრატიაში, რომელიც ისევ მონარქიას უბრუნდება და ისევ თავიდან იწყება ეს ციკლური პროცესი.
ჩემი მოკრძალებული გადმოსახედიდან ვიტყოდი, რომ საქართველო დღეს ცდილობს ოლიგარქიიდან დემოკრატიაში გადასვლას. დასავლური ცივილიზაცია კი პირიქით, დემოკრატიას ნელ ნელა ემშვიდობება და ასევე ოხლოკრატიისკენ მიემართება. ოხლოკრატია ნიშნავს ბრბოს მმართველობას. ანუ უმრავლესობა მართავს, როგორც დემოკრატიაში, მაგრამ ამ უმრავლესობას ძალიან დაბალი განვითარების დონე აქვს და იმყოფება დემაგოგების პროპაგანდისტული გავლენების ქვეშ.
თუმცა არის ამ წრიდან გამოსავალიც, რასაც მერიტოკრატია იწოდება. ანუ მმართველები იქნებოდნენ ხალხის მიერ არჩეული ის პირები, რომლებსაც ხალხის ნდობით გამოირჩევიან და ისინი არ იქნებოდნენ პოლიტიკოსები. სამწუხაროდ დღეს ერების წარმომადგენელი საუკეთესო ადამიანები საერთოდ არ აქტიურობენ პოლიტიკურ ცხოვრებაში და ჩემი აზრით სწორედ ამიტომაც არის დიდწილად ასეთი კატასტროფული საყოველტაო სურათი, რაც დღეს ზოგადად მთელს დედამიწაზე ხდება. ეს არ არის მარტივი საკითხი და აქ, ამ სივრცეში ამისი დიდი მასშტაბით განხილვის ტევადობა სამწუხაროდ არ გვაქვს. მაგრამ ეს რეალობა აშკარაა და უთუოდ ძალზედ დამაფიქრებელი…
საზოგადოებაში აუცილებლად შესაქმნელია ის მექანიზმები, რაც პოლიტიკოსების და კონცერნების თავზეხელაღებულობას შეაჩერებდა. ამაში უნდა გაერთიანდნენ საზოგადოების მრავალი სფეროების დამსახურებული წარმომადგენლები. ადრეულ ანტიკურ ეპოქაში ამას არისტოკრატია ეწოდებოდა, მაგრამ არა იმ გაგებით, როგორც ეს მცნება დღეს არის ჩვენთან დამკვიდრებული, არამედ სწორედ იმ სოციოკრატიული, დეცენტრალიზირებული მმართველობის სისტმის გაგებით, რომელსაც აქ ვცდილობ რომ აღვწერო. ასეთ სისტემაში მმარტველობას მხოლოდ ფორმალური ხასიათი ექნება.
და ბოლოს: აქ ოშოს დავესესხები და გავიზიარებ მის მოსაზრებას მისივე ერთი წიგნიდან „ოქროს მომავალი“, რომელმაიც მან თავის დროზე მიხეილ გორბაჩოვს და წყალბადის ბომბის ერთ ერთ გამომგონებელ აკადემიკოს ანდრეა სახაროვს მიუძღვნა. ამ წიგნში ასევე ძალიან საინტერესოა მისი პერსპექტივები ადამიანების უფლებებზე, ვენის დეკლარაციაზეა და მომავლის ადამიანზე, რომელსაც ის „ზორბა ბუდას“ უწოდებდა – ანუ მატერიალურის და სურლიერის სრულ სინთეზს. ეს შინაგანი სინთეზი ისტორიულად აქამდე შეუძლებელი იყო და პირიქით, მუდამ პოლარურად ერთმანეთთან დაპირისპირებული. თუ ჩვენ ყველანი ერთად ახალ ეპოქაში გადასვლას ვაპირებთ, ყველა ეს სტერეოტიპულად მიჩნეული კონტრადიქციები კომპლიმენტარებად უნდა ვაქციოთ, რაც ადამიანს ყოველი მიმართულებით და ყველა განზომილებაში გაამდიდრებს.
ასევე მისი მოსაზრებით, როდესაც გაერო იქნება ის ერთად ერთი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელსაც ყველა ქვეყნის იარაღი ექნება ჩაბარებული. მხოლოდ მაშინ ექნება მას რეალური და არა უბრალოდ ფორმალური ძალა. არც ერთ ცაკლე აღებულ ქვეყანას არ უნდა ჰქონდეს არანაირი იარაღის ქონების უფლება, რომ დამოუკიდებლად მოძალადობრივად არ იმოქმედოს. საწყის ეტაპზე ეს იქნება ერთად ერთი მშვიდობის გარანტი დედამიწაზე…
PS: რაც არ უნდა უტოპიად და წარმოუდგენლად გვჩვენებოდეს ეს დღეს პირობა, შესაძლოა, რომ ამ ცივილიზაციის გადარჩენის არანაირი სხვა რეალური გამოსავალი არ არსებობდეს. 200 ბუდა ან იესო ან ლაო ძი ვერ გვეწვევიან ბრაჰმალოკადან და ზესკნელიდან, რომ რაიმე მშვიდობიანი გარსი შემოარტყან ამ დედამიწას. ამის მიზეზი კი პირველ რიგში ისიც არის, რომ არც ჩვენ არ ვიკლავთ თავებს ჩვენივე სულიერი ზრდით და შინაგან სამყაროებში აუთენტური მოგზაურობით, თორემ ეს სამწუხარო რეალობა ნამდვილად არ გვექნებოდა.
დღევანდელ სიტუაციაში, რაც მსოფლიოში ხდება, ყველანი ირიბი და უშუალო თანამონაწილენი ვართ ჩვენი აზრებით, სურვილებით, ფიქრებით, განცდებით და ჩვენი მექანიკური და გაუცნობიერებელი ქმედებებით ჩვენს ყოველდღიურ რუტინულ ყოფაში…
მეტი მედიტაციურობა მინდა ვუსურვო საკუთარ თავს და ასევე დედამიწაზე მცხოვრებ ყველა ადამიანს მშვიდობა სუფევდეს ყველა ჩვენთაგანის გულებში და ასევე ჩვენს გარშემო ყველგან ..