ერევნიდან მთავრობამ საკონტროლო გასროლა გააკეთა: “რუსეთის სამხედრო ყოფნა სომხეთში არა მხოლოდ არანაირ გარანტიას არ ქმნის ამ უკანასკნელის უსაფრთხოებისთვის, არამედ, პირიქით, საფრთხეს უქმნის რესპუბლიკას.“
არ დაგვავიწყდეს, რომ გასულ წელს ოფიციალური ერევანი ინდოეთს თავისუფალი ვაჭრობის საკითხზე ესაუბრებოდა, რაც გარდაუვალი პროცესია აბრეშუმის გზისა. არც ის დაგვავიწყდეს, რომ ფაშინიანი მანამდე თბილისსაც სტუმრობდა, სწორედ სატრანზიტო გზების საკითხთა პროტოკოლით. ჰოდა, ძალიან კოხტად დაიძრება ინდოეთის მუმბაის პორტიდან დიდძალი სავაჭრო ქარავნები, ირანის ბენდერ-აბასის პორტისკენ, საიდანაც ტვირთები ერევნის გავლით მოაღწევს ახალქალაქის საერთაშორისო სადგურზე. აქედან კი ტვირთები რკინიგზით შავი ზღვის პორტებისკენ გადამისამართდება. შავ ზღვაში ევროპის პორტებისკენ ქარავნების გეზს კი წინ ვერაფერი დაუდგება. ტვირთები მუმბაის პორტიდან დაიძრება იმიტომ, რომ აქ მდებარეობს მნიშვნელოვანი საფინანსო ინსტიტუტები, მათ შორის ინდოეთის სარეზერვო ბანკი, ბომბეის სააქციო ბირჟა, ინდოეთის ეროვნული სააქციო ბირჟა და მრავალი ინდური კომპანიის კორპორაციული შტაბ-ბინა.
დარიალის კარი რომ უინტერესო გახდება დროთა მანძილზე, ამის შესახებ დიდი ხანია ვამბობთ.
საინტერესოა დღეს მსოფლიოში რამდენმა ქართველმა დაგუგლა “მცხეთის ღვეზელი.”