გამიღეთ კარი სიყვარულზე მინდა გიამბოთ…
გამიღეთ კარი სიყვარულის ჩირაღდანს ვანთებ,
გაფანტეთ სევდა ბნელის ბილოს სუფევს ნათელი,
ქართველთ სავალზე სიყვარულის ნაქარგებს ვაფენ,
საქართველოსთვის სულ დაანთეთ ერთი სანთელი.
გამიღეთ კარი სიყვარულზე მინდა გიამბოთ,
გადაიფანტეთ ღრუბელი და გახსენით გული,
ჰო სათითაოდ ბეწვის ხიდი გადავიაროთ,
ღმერთმაც ხომ გვითხრა სულგრძელობა იქ გველის სრული.
გამიღეთ კარი სიყვარულზე მინდა გიამბოთ,
გაფანტეთ სევდა ბნელის ბოლოს სუფევს ნათელი.
/27/01/2023/
გ რამაზაშვილი.