იანუშ კორჩაკის 10 მცნება მშობლებისთვის:
- ნუ ელოდები, რომ შენი შვილი იქნება შენნაირი ან ისეთი, როგორიც შენ გინდა. დაეხმარე, რომ იყოს ის, რაც მას უნდა.
- ნუ დააყვედრი ყველაფერს,რასაც მას უკეთებ. შენ მას სიცოცხლე აჩუქე, როგორ გადაგიხდის ამას? ის თავის შვილს გადასცემს სიცოცლეს, ის შვილი თავის შვილს და ეს არის ბუნებრივი მადლიერების კანონზომიერება.
- სხვის ჯავრს ბავშვზე ნუ იყრი, რადგან ის სუსტია. დიდი ხნის მერე მოხუცდები და შენც დასუსტდები და მოიმკი რასაც დასთეს.
- ნუ გაქვს აგდებული დამოკიდებულება მისი პრობლემების მიმართ. ცხოვრება მისთვისაც ისეთივე რთულია, როგორც შენთვის. უფრო მეტადაც, რადგან მას არ აქვს გამოცდილება.
- არ დაამცირო.
- არ დაგავიწყდეს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ბავშვთან შეხვედრაა. უფრო მეტი ყურადღება მიაქციე მას, რადგან ჯერ არ იცი ვის ხვდები ამ ბავშვის სახით.
- ნუ დაიტანჯავ თავს იმაზე ფიქრით, რომ შვილს რაღაც ვერ გაუკეთე, რადგან ყოველთვის ცოტა იქნება,სანამ ყველაფერს არ გაუკეთებ.
- შვილი ეს არ არის ტირანი, რომელმაც ცხოვრება წაგართვა. შვილი – ეს არის ცხოვრების ნაჩუქარი წმინდა ჭურჭელი, რომელსაც უნდა მოუარო და შემოქმედებითად შეავსო. შვილი არ არის უბრალოდ “ჩემი ბავშვი”, ის დროებით მოსავლელად მობარებული სულია.
- გიყვარდეს უცხო ბავშვებიც. სანამ გადაწყვეტ როგორ მოექცე, მათ ადგილას ყოველთვის შენი შვილი წარმოიდგინე.
- გიყვარდეს შენი შვილი ყველანაირი – უიღბლო,უნიჭო,წარუმატებელი.მასთან ურთიერთობისას გაიხარე და გახსოვდეს – ეს ზეიმი შენთან გარკვეულ დრომდეა.
~~~~
პ.ს. დაუსრულებლად შეიძლება ამ საოცარ ადამიანზე საუბარი…
იანუშ კორჩაკი(ეს მწერლის ლიტერატურული ფსევდონიმია.მისი ნამდვილი სახელია ჰენრიხ გოლდშმიტი)იყო როგორც ადამიანური ღირსების და კაცთმოყვარეობის,თავგანწირვის,ასევე პედაგოგიკური აზროვნების უდიდესი მაგალითი.