📢 წელს მე-5-დ ჩატარდება ლიტერატურული ფესტივალი “ქუჯი-2023”, რომლის ფარგლებში ცხადდება ლიტ. კონკურსი პოეზიაში.
დებულება
- კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ ქართულენოვან ავტორს (გარდა წინა წლებში გ ა მ არ ჯ ვ ე ბ უ ლ ი ავტორებისა).
- კონკურსის მიზანია ნიჭიერი ავტორების აღმოჩენა და სამეგრელოს მხარის პოპულარიზაცია.
- კონკურსის მონაწილემ ე რ თ ი ლექსი (ბოლორითმოვანი, თავისუფალი, თეთრი) უნდა წარმოადგინოს კონკურსის გამოცხადებიდან, 2023 წლის 1 მაისიდან, 2023 წლის 1 აგვისტოს ჩათვლით.
- თითოეულ კონკურსანტს შეუძლია გამოგზავნოს
დ ა უ ბ ე ჭ დ ა ვ ი (წიგნში, ჟურნალში, გაზეთში, ელ.ჟურნალში, ლიტ. საიტზე)
ნ ე ბ ი ს მ ი ე რ თემაზე დაწერილი ერთი
ლ ე ქ ს ი (წესის დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში კონკურსანტი მოიხსნება კონკურსიდან). - მონაწილეობის მსურველმა 1 აგვისტოს დღის ბოლომდე, ელ.ფოსტაზე – ” quji2019@gmail.com ” უნდა გამოგზავნოს საკონკურსო ნაწარმოები,
მ ო კ ლ ე ბიოგრაფია, მისამართი და ტელეფონის ნომერი. - ჟიურის წევრები:
თამარელა წოწორია (ლიტერატურათმცოდნე, ჟიურის თავმჯდომარე)
მარინა თექთუმანიძე (პოეტი, ჟურნალისტი)
გურამ ჯახუტაშვილი (პოეტი, მთარგმნელი)
თამარ გელიტაშვილი (ლიტერატურათმცოდნე)
ზვიად კვარაცხელია (მწერალი, გამომცემელი)
ლაშა გვასალია (მწერალი, ლიტერატურათმცოდნე)
ნინო სადღობელაშვილი (მწერალი, ლიტერატურათმცოდნე)
- კონკურსზე წარმოდგენილ ლექსებს ჟიური აფასებს 10 ბალიანი სისტემით. ( ნაწარმოებები, ავტორის მიუთითებლად ეგზავნებათ ), შეფასებები არ ქვეყნდება და კონკურსის მონაწილეებს არ ეგზავნებათ.
- გამარჯვებულთათვის დაწესებულია ლაურეატის წოდება და ფულადი ჯილდო; კონკურსს ეყოლება 10 ფინალისტი, რომელთაგან გამოვლინდება 3 გამარჯვებული.
- ფულადი პრემიები გაიცემა 3 გამარჯვებულზე:
პირველი პრემია — 1000 ლარი;
მეორე პრემია — 700 ლარი;
მესამე პრემია — 500 ლარი;
ფინალისტებს საჩუქრად გადაეცემათ პარტნიორი კომპანიების მიერ დაწესებული ფასიანი საჩუქრები.
- 2023 წელს, ფესტივალი “ქუჯი-2023”-ის ფარგლებში, კონკურსგარეშე, ქართული მწერლობის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის გიორგი ჭყონდიდელის სახელობის დიპლომი, “ოსკარ შინდლერის აკადემიის” მიერ ‘ქუჯისთვის’ სპეციალურად დამზადებული პრიზი- პანოები და 1000-1000 ლარიანი პრემია, საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით გადაეცემა რამდენიმე ღვაწლმოსილ მწერალს.
- საორგანიზაციო ჯგუფი: ილია ერქვანია, ნანა კვაშილავა, ბესიკ გვაზავა, დალი ჯორბენაძე, თემო ჭახნაკია.
- დაჯილდოვების ცერემონიალი მოეწყობა 1 სექტემბერს, სენაკში, ისტორიული ციხეგოჯის ტერიტორიაზე.
P.S. (2019 წელს გამარჯვებულები: რონა ბუბუტეიშვილი, გიორგი ცხვიტარია, ედუარდ უგულავა, მელანო ზუკაკიშვილი. კონკურსგარეშე დაჯილდოვდა მწერალი ნომადი ბართაია (75).
2020 წელს გამარჯვებულები: გურო დავითლიძე, ბადრი სულაძე, გიო აბესაძე, ნინო მშვიდობაძე. კონკურსგარეშე დაჯილდოვდა პოეტი და მთარგმნელი ბათუ დანელია (70).
2021 წელს გამარჯვებულები: ნინი ელიაშვილი, სალომე გოგოლაძე, ირინა ტაბაღუა, მაია მიქაია.
კონკურსგარეშე დაჯილდოვდა პროზაიკოსი თამაზ ხმალაძე (75).
2022 წლის გამარჯვებულები: მაგული ტერმაკოზაშვილი, გენრი დოლიძე, ნათია ჭინჭარაული.
კონკურსგარეშე დაჯილდოვდნენ პოეტები: ჯემალ ინჯია (85) და ჯემალ შონია (75).
პოეზიარი-ავტორთა წარმოჩენა
Ilia Erkvania
Dali Jorbenadze
Beso Gvazava
Tamarela Tsotsoria
მარინა თექთუმანიძე
Nino Sadgobelashvili Ninia
Tamuna Gelitashvili
Guram Jakhutashvili