- არსობრივი დატვირთვით დიდი განსხვავებაა მ შ ო ბ ე ლ ს ა და დ ე დ ა ს (მამას) შორის. შეიძლება იყო მ შ ო ბ ე ლ ი, ანუ შვა , გააჩინილო, მაგრამ ვერ გახდე დ ე დ ა.
- არსობრივი დატვირთვით დიდი განსხვავებაა ქ მ ა რ ს ა (ცოლს) და მ ე უ ღ ლ ე ს შორის. რადგან შეიძლება იყო ქ მ ა რ ი (ცოლი) და ვერ გაუწიო მას მ ე უ ღ ლ ე ო ბ ა, ან პირიქით.
მე აქ ურთიერთობის ორი მაგალითი მოვიყვანე, აქედან მეორე შესაძლოა ვერ იყოს სრულყოფილი, რადგან ორი სრულიად უცხო გენეტიკის ადამიანი ზრდასრულები ხვდებიან ერთმანეთს და რთულია მათი თანაცხოვრების “სრულყოფილება”,
მაგრამ პირველი მაგალითი, ანუ დედობა და არა მშობლობა უნდა იყოს სრულფასოვანი, რადგან, დედა ვალდებულია თავისი დედობრივი ინსტიქტებიდან და საპასუხისმგებლო ვალდებულებებიდან გამომდინარე დადგეს შვილის გვერდით ნებისმიერ ვითარებაში.