- 27 წლის სპორტსმენმა დუისბურგში ვერცხლის მედალი მოიპოვა
- ზაზა ნადირაძე მსოფლიოს ჩემპიონატზე მე-4 ადგილს დასჯერდა
გერმანიის ქალაქ დიუსბურგში მიმდინარე კანოე-კაიაკიში მსოფლიოს ჩემპიონატზე (23-27 აგვისტო), სადაც პარიზის 2024 წლის საგზურებიც თამაშდება, ბადრი ყაველაშვილმა ვერცხლის მედალი მოიპოვა.
27 წლის ქართველმა ნიჩნობსანმა ერთადგილიანი კაიაკით (ბაიადარა) 200 მეტრი დისტანცია ფინალურ გაცურვაში 35.364 წამში დაძლია და მხოლოდ ლიეტუველ არტურას სეიას ჩამორჩა (35.243).
დუისბურგში საქართველოდან ასევე წარსდგნენ ზაზა ნადირაძე (C1 M 200), მარიამ ქერდიკაშვილი (C1 W 200), გია გაბედავა (C1 M 500) და მანანა პეტრიაშვილი (C1 W 500).
ზაზა ნადირაძემ კანოეთი 200-მეტრიან დისტანციაზე ნახევარფინალურ გაცურვაში პირველი ადგილი კი დაიკავა, მაგრამ ფინალში 39.552 წამით მე-4 ადგილს დასჯერდა. მარიამ ქერდიკაშვილმა კაიაკით 200-მეტრიან დისტანციაზე ნახევარფინალში მე-6 შედეგი აჩვენა და B-ფინალში გადავიდა. გია გაბედავამ ნახევარფინალურ გაცურვაში 500 მეტრიან დისტანციაზე მე-9 ადგილი დაიკავა და ასპარეზობა დაასრულა.
ლუკა გაბიდაური: https://europop.ge/profile/77