მახსოვს ეს დღე. ზუსტად 30 წელი გავიდა. ჩემი თვალით ვნახე ყველაფერი…
რუსებმა სოხუმის აეროპორტში თბილისიდან ახლადჩამოფრენილი თვითმფრინავი ააფეთქეს. 108 მებრძოლი დაიღუპა…
რომ შევედით ასაფრენ ზოლზე, ახალგაზრდა თბილისელი მებრძოლი განწირული ხმით მოთქვამდა:
- დეიდას (დაღუპული ძმაკაცის დედის სახელს ახსენებდა, სახელი უკვე აღარ მახსოვს) თვალში როგორ ჩავხედო…
არ მავიწყდება, ვერ ვივიწყებ.
როცა არ განგიცდია ადამიანს, მაშინ ადვილად შეგიძლია გადაწყვიტო ბევრი საკითხი, ქართველი აფხაზეთში უნდა დაბრუნდეს თუ არა, თუ ღალიძგამდე მიწით დაკმაყოფილდეს.
დიდება გმირებს! ❤️🇬🇪