1994 წ. მსოფლიოს 400 ცნობილი მწერლის კრუიზი ოდესიდან სტამბოლამდე გერმანული გემით ” ძველი რენესანსი”. ქართულ დელეგაციას წარმოვადგენდით მე – მთარგმნელი, ბატონი მიშა ქვლივიძე და ზაზა გაჩეჩილაძე.
ამ სურათში ვარსკვლავია ისლანდიელი პოეტი ქალი იოჰანა პლატუ. მე იქვე, კრუიზის დროს ინგლისურად ვთარგმნე მისი ლექსი “მონადირე”, რომელიც ჩვენ ორმა – მან ისლანდიურად და მე ინგლისურად წავიკითხეთ პოეტურ რინგზე და გავიმარჯვეთ. ანუ ყველა ნოკაუტში ჩავაგდეთ. გვერდს გვიმშვენებს მეორე ადგილზე გასული უკრაინელი პოეტი და მისი ლექსის ინგლისურ ენაზე მთარგმნელი.
უძვირფასესი დღეები იყო. კრუიზში მონაწილეობდა მაშინ სრულიად ახალგაზრდა ორჰან ფამუქი და კიდევ 4 ნობელიანტი მწერალი.
უძახე შენ ბნელი 90 იანები. ესეც ჩემი ცხოვრება იყო.

P.S. ასეთი ამბებით სავსეა ჩემი ცხოვრება და სულ ჩუმად ვიყავი, მწერლები ეჭვიანი ხალხია და არ გავაღიზიანო-მეთქი. თურმე რაღაც-რაღაცეებზე ჯობდა თავის დროზე მომეყოლა, თორემ ამათმა წელთაღრიცხვა თავიანთი “წარმატებებიდან” დაიწყეს.
ჰო, კიდევ, ამ ისტორიული კრუიზის შესახებ დაწერილია ორენოვანი (ინგლისურ-ბერძნული) წინი (ავტორები: გერმანელი პოეტი კლაუს იურგენ ლიდტკე და შვედი მთარგმნელი ბენტე ქრისტენსენი. თანაავტორებს შორის ვარ მეც), რომლის საავტორო ეგზემპლიარები გვაქვს მე და კრუიზის 400 მონაწილეს. წიგნი დაცულია, ასევე, ორგანიზაცია “იუნესკოს”, სამი ზღვის აუზის (შავი, ეგეოსის და ბალტიის + ხმელთაშია ზღვის) ქვეყნების, ასევე, კუნძულების – როდოსისა და ვისბის მწერალთა და მთარგმნელთა საერთაშორისო შემოქმედებითი ცენტრის ბიბლიოთეკებში. წიგნი “იუნესკოს” დაფინანსებით გამოვიდა.