Მოყმე ვარ კახოს თინასი…
სული მაქვს კავკასიონის,
სიტყვა ერეკლეს ფიცის,
სიყვარული და არ თმობა,
გაფრინდაულის მიწის.
Ბებერ მთებს მიგავს ბეჭები,
არწივთოდენა მზერა,
ნათოფარს წავუბორძიკებ?
Არა მგონია ჯერა.
Მუხლი? Მგლისა მაქვ შაბმული,
რას გაგვიხდება მტერი,
ხმალივით შეველეწები,
თეთრი თმითა და წვერით.
Მოყმე ვარ კახოს თინასი,
დედის კიდე მწამს ფიცის,
Სულის არ გაუტეხლობა,
Ქართველთ ეგეთი ვიცით.
/11/14/2023/
Გ რამაზაშვილი.