„გალაკტიონის ლექსის იდუმალი მუსიკა – ალბათ, ყველაზე დიდი ესთეტიკური სიხარული, რომელიც ოდესმე ლირიკისაგან მიმიღია.
გვეუბნებიან, რომ ეს სულის მუსიკაა, და მართლაც ასეა…
გალაკტიონი წმინდა ლირიკოსად იყო დაბადებული, მხოლოდ ლექსით ცხოვრობდა, სხვა ცხოვრება არც ჰქონია.
ნიჭთან ერთად ლირიზმის უზარმაზარი მარაგი მიემადლა…
გალაკტიონს განსაკუთრებული ძალისხმევის გარეშე შეუძლია სიზმარში შეგვიძღვეს, სადაც ყველაფერი ლივლივებს და საგნები თავიანთ კონტურებს კარგავენ.
არადა, „გალაკტიონის სკულპტურული სახეები“ – ასეთი ფრაზაც წამიკითხავს.
ზოგჯერ ტერმინოლოგია ფარავს უტალანტობას.
ზოგჯერ ტერმინოლოგიას უტალანტობა ფარავს.
ზოგჯერ ორივენი ერთმანეთს ფარავენ…“.
/ფრაგმენტები დავით წერედიანის ესეიდან „მუსიკა უპირველეს ყოვლისა“/