დროის მანქანა რომ არსებობდეს 70 იანი, 80 იანი წლების თბილისში დავბრუნდებოდი,ჩემი ეზო, სკოლა, ჩემი გიჟი კლასელები, ჩანთებს, რომ ვუყრიდით ფანჯრიდან ერთმანეთს, მომენატრა, ჩემი ბავშვობა გადატყაული მუხლებით, ჩხუბში ბიჭებს რომ ვეხმარებოდით ახტაჯანა გოგოები,მერე ნეკი ნეკით რომ ვრიგდებოდით, ნახევარი კლასელების პატარა დანები რომ მედო ჩანთაში, ერთმანეთს მეგობრობის დღიურებს რომ ვუვაებდით,ერთი ჭიქით რომ ვსვავდით წყალს და ავად არ ვხდებოდით,შატალოზე რომ ვიპარებოდით, არადა დირექტორმაც და პედაგოგებმაც ზეპირად იცოდნენ ჩვენი მარშუტი, ან მზიური, ან ზოოპარკი, ერთხელ მზიურში 5 მანეთიანი ვიპოვე და ნახევარმა კლასმა მანქანებზე ვიკატავეთ, ჩემი 61-ე სკოლა მენატრება დოლიძეზე, თინას საოცარი სურნელოვანი კატლეტები, მიშას ბუტკაში მინდა ყიდვა რამე ჭრელა ჭრულა თმის სამაგრების, ჩემი ეზო მენატრება, დაღამებამდე სახლში რომ არ ავდიოდით, ათასნაირ თამაშებს ვიგონებდით: დამალობანა, ამის პატრონმა რა ქნას,ჩემი ოქრო ჩემთან, გაფუჭებული ტელეფონი, რეზინობანა, კლასობანა,სახლობანა “ვითომ ვითომ მე შენი დედა ვარ”, კონცერტებს რომ ვატარებდით, გაყიდული “ვითომ” ბილეთებით კი, სტაკანჩიკი ნაყინებს ვყიდულობდით, რომელიც კართან მოდიოდა და “მაროჟნეეე”ს ყვიროდა, ისე დაგვაღამდებოდა რომ ჭამა არც კი გვახსენდებოდა, ეხლაც ჩამესმის დედაჩემის ხმა ამოდი გეყოფაო, აუ დეეე 5 წუთიც რააა, აუ დეე ძალიან გავიზარდე, დავსერიოზულდი, ვეღარ ვკისკისებ ისე, როგორც მაშინ, შენ არ იცი დეე, როგორ შეიცვალა აქ ყველაფერი, შენ ხომ სიყვარულით სავსე თბილისი დატოვე და ისე გაფრინდი იმიერში, აქ, კი ყველაფერი, სიძულვილმა მოიცვა, ადამიანებს აღარ გვიყვარს ერთმანეთი, ისე, როგორც მაშინ, აუ დეეე, ცოტა ხნით დამაბრუნე ბავშვობაში რაააა ❤️😥🙏
თეა თეთრაძე