Maya Mchedlidze Uzal
ზუსტად 18 წლის წინ 05.07.2006 წელს პორტუგალია საფრანგეთის თამაშზე დავიფიცე რომ ჩვენც ვითამაშებდით პორტუგალიასთან და იცით მაშინ რა სასაცილო ვიყავი? გერმანიაში , გერმანელებით, ფრანგებით , აფრიკელებით და ქართველებით გარშემორტყმული, ქართველი და გერმანელი მეგობრები მამხნევებდნენ , ფრანგები და მათი გულშემატკივრები სულ ვწყევლე , ჩემს პორტუგალიას როგორ მოუგეთ მეთქი, მაშინ შავკანიანმა ფრანგმა სიფრთხილით იკითხა , ეს ძალიან კარგი გოგონა პორტუგალიელიაო, ჩემმა მეგობრებმა უთხრეს რომ ქართველი ვარ , ვაიმე მერე რატომ ტირი ლამაზოო.. პორტუგალიის გულშემატკივარიაო აუწყეს, უი რას ამბობთ , აუ როგორ გაუმართლა პორტუგალიას ასეთი გულშემატკივარი რომ ყოლია და ისიც ქართველიო, არა საქართველო რომ თამაშობდეს მაინც პორტუგალიას უგულშემატკივრებსო, ამასობაში შევწყვიტე ტირილი და მე თვითონ ვუპასუხე, შე უტვინო, საქართველო რომ ითამაშებს მაშინ საქართველოს ვუგულშემატკივრებ აბა რას ვიზამ მაგ კითხვას როგორ სვამ მეთქი, შემოვბრუნდი და მზის მხარეს გრძელი ლოცვა აღვავლინე, ღმერთო დიდებულო იმ დღეს მომასწარი ჩემი საქართველო და ჩემი ამჟამინდელი ფავორიტი პორტუგალია რომ ერთმანეთს შეხვდებიან მეთქი, მეგონა რომ ამ დღეს ღრმა სიბერეში მაინც მოვესწრებოდი, მხოლოდ 18 წელიწადი დაჭირდა, ისეთი ლოცვა ვიცი, მე თუ დაგლოცავთ მართლა აშენდებით !!! ხოდა აგაშენათ ღმერთმა, 26. 06. 2024 ში საქართველოს ნაკრებს ვგულშემატკივრობ !!! სადაა ახლა ის ფრანგი, როგორ იამაყებდა ჩემითაც და სანიოლით კიდე!;)))))