Nasti Nasti
დაუსრულებელი გრძნობა
ვერ გაძარცვა ჩვენი დიდი სიყვარული
სითავხედემ, დაუნდობელ ურჩი წლების,
სულ ვიყავით ერთმანეთზე მიჯაჭვული,
იმედებით,-უხილავი გრძნობის ფრთების.
მენდობოდი,თანაც როგორ,ქალბატონო
ვამაყობდი მე ამ ნდობით, ჩუმად,გულში,
ახლაც ჩემში სიამაყე კვლავ ბატონობს,
გეჯიბრები მხოლოდ უკვდავ სიყვარულში.
ჩამეჭიდე,არ გაბედო,არ დამტოვო,
ვერ გავივლი მე უშენოდ დარ-ავდარში,
ჩემთან ყოფნის გარდა ნეტავ,სხვა რა გთხოვო?!
ვით აქამდე,დამიდექი მუდამ მხარში.
შენ რომ მყავხარ,არ მაშინებს მე სიბერე
არც მუხლებში შეპარული მარილები,
სულ პირველად სიყვარულზე რომ მიმღერე,
კვლამ მიმღერე,მოსმენით არ დავიღლები.
წვიმა მოდის,მივუყვებით ისევ ქუჩას,
ცივა, მათბობს გამოწვდილი შენი ხელი,
თქვან,-ჩვენს გრძნობას დასასრული რომ არ უჩანს,
თვით სიყვარულს,რადგან ერთად ვეახელით.
—–ნესტან ხარებავა