Tea Tetradze:
ვერაფრით წარმოვიდგენდი, რომ 21- ე საუკუნეში, ისევ დამჭირდებოდა საკუთარი სარწმუნოების, იდენტობის, ქვეყნის,კულტურის, ეროვნულობის, ტერიტორიების თუ ტრადიციების დაცვა, ისტორია მეორდება, თითქოს არაფერი შეცვლილა წინა საუკუნეებიდან მოყოლებული, ვებრძოდი მონღოლებს, სპარსელებს, ოსმალებს, არაბებს, ლეკიანობას, თურქ სელჩუკებს, რომელი ერთი ჩამოვთვალო, მერე ? მერე სისხლისგან დაცლილმა, რომელსაც უკვე განადგურება მემუქრებოდა საშველად ჩრდილოეთს მივმართე,იმასთანაც მომიწია ბრძოლა საკუთარი იდენტობის და ენის გადასარჩენად, მერე მოხდა მსოფლიო პოლიტიკური ცვლილებები, რევოლუციები ხან ვისთან ვიბრძოდით და ხან ვისთან, ანგლო საქსები და დასავლეთი დახმარებას დამპირდა თქვენ იბრძოლეთ ჩვენ აქ ვართო, მერე რა მოხდა ? მერე ახალგაზრდა, მართლაც გულანთებული იუნკერები პირისპირ, უიარაღოდ დატოვეს ურჩხულთან, თავისი ელჩი გაიწვიეს და როგორც ყოველთვის მიგვატოვეს, ნოე ჟორდანიამ ქონება გაიტაცა და გაიქცა საფრანგეთში, გაანიავა მიტაცებული განძი, იყიდა ლევილის მამული, გრიალი და დროსტარება არ მოიკლო, მაგრამ როგორც ყოველთვის გმირები იბადებოდნენ საქართველოში და მაშინაც, ჩვენს გმირს ექვთიმე თაყაიშვილს ავადმყოფობით და შიმშილით მოუკვდა ცოლი, მიუხედავად უდიდესი გაჭირვებისა განძი არ გაყიდა და საქართველოში დააბრუნა, ჩოლოყაშვილმა სისხლის ბოლო წვეთამდე იბრძოლა, ქისტ ძმებთან ერთად, მაზნიაშვილმა კბილებიდან გამოგლიჯა თურქებს აჭარა, აზერბაიჯანმა წაგვართვა ჰერეთი, სასომხეთმა ლორე, ისევ დაპატარავდა ჩემი ქვეყანა, აღარ იყო ნიკოფსიიდან დარუბანდამდე… მერე? მერე დაიშალა საბჭოთა კავშირი, გაიმარჯვა ქართულმა ხელისუფლებამ, მაგრამ მომიკლეს კოსტავა, ზურა ჭავჭავაძე, ირაკლი დოლიძე,ირაკლი კოსტავა, მოსახლეობის 95 % მა, ხმა მისცა ზვიად გამსახურდიას, მაშინ ჯერ კიდევ სტრატეგიული ობიექტები, ფაბრიკა ქარხნები და ყველა ის სიმდიდრე რაც საქართველოს გააჩნია ჩვენთან იყო,, ეს არ აწყობდათ მავანს, შემოესივნენ ჩემს ქვეყანას სვავები და რუსულ ამერიკული გარიგებით შემომიგზავნეს ჯაბა იოსელიანი, ქობალია, კიტოვანი, დაამხეს ხელისუფლება, მომტაცეს აფხაზეთი, სამაჩაბლო, ჩამიხოცეს საუკეთესო ქართველი ვაჟკაცები, პირტიტველა ბიჭები, წვერი ბრძოლაში რომ ამოუვიდათ, შემოესივნენ გამიყიდეს, გამიძარცვეს, წამართვეს ყველაფერი, მერე ისევ თეთრი მელა შემომიგზავნეს, რომლის კლანიც გამდიდრდა საქართველოს ქონებით, მერე ამ მელამ გამოზარდა უარესი სააკაშვილის სახით, ჟვანია მოგვიკლეს, სააკაშვილის დამყარებული რეჟიმი ყველას გვახსოვს, ბიზნესის წართმევები, ღამით ოჯახებში შევარდნები, ციხეებში ქართველი ბიჭების წამებები და გაუპატიურებები, მათი ოჯახების დაშანტაჟებები, გატენილი ციხეები, სისხლიანი ნოემბრის და მაისის მოვლენები, ტელეკომპანია იმედში შევარდნა, ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობა, ქუჩაში ბიჭების ჩახოცვა, გვირბლიანის არანორმალური წამებით მოკვლა, მიყიდა რუსეთს ჩვენი სტრატეგიული ობიექტები, ჰესები, რუსებს გადასცა ელექტროენერგია, გაზი, ბორჯომი და რომელი ერთი ჩამოვთვალო,ბიძამისი ცნობილი რუსი კაკებეშნიკი, რომელმაც გაყიდა და გაანადგურა საქართველო, დედამისმა გიულიმ 1 ლარად ხელში ჩაიგდო უნივერსიიტეტები, რომელი ერთი ჩამოვთვალო? მერე? მერე იყო საშინელი 2008 წელი, წაქეზებით წამოწყებული ომი, ჰალსტუხის ღეჭვა, ხოხვა როგორც ყველაზე მხდალ და მშიშარა ადამიანს შეუძლია, ბუში ტელეფონს 3 დღე არ პასუხობდა, ჩვენი ბიჭები კი სიცოცხლეს სწირავდნენ თითო გოჯ მიწას,, მერე ამ ბიჭების გმირობით, იამაყა და რუსთაველზე გამარჯვება იზეიმა,მაშინ როდესაც გორში მიცვალებულები მზის გულზე ეყარნენ და იხრწნებოდნენ, რომ არა პატრიარქი ალბათ საფლავებიც არ ექნებოდათ მათ მშობლებს, უამრავი სოფელი გადასცა რუსეთს, მერე თავს იმართლებდა არა უშავს მაინც ხრიოკი მიწა იყოო, საქართველოში და მითუმეტეს ქართლში რა უნდა ხრიოკ მიწას,ისევ დავკარგეთ ტერიტორიები, ისევ დავპატარავდით….მერე? მერე ოცნება მოვიდა და რადიკალუირად შეიცვალა სიტუაცია, აშენდა ბევრი რამ, გალამაზდა ჩემი ქვეყანა, გალამაზდა ბათუმი, გაიხსნა საწარმოები, ყურადღება მიექცა სოფლის მეურნეობას, მიშას დროს გაჩეხილი ვაზი ისევ ჩაყარეს კახელებმა, უამრავი პროექტი დაფინანსდა, გაშენდა ზეთისხილის ბაღები, ამოისუნთქეს რაიონებშიც, შეიყვანეს გაზი, წყალი, დანიშნეს ტრანსპორტი, მიხედეს ჯანდაცვას, სახელმწიფო ჯანდაცვის მადლით უამრავმა ადამიანმა მიაქცია ყურადღება ჯანმრთელობას, ადრე თუ ვერ ახერხებდნენ ექიმთან მისვლას, დღეს ეს პრობლემა აღარ აქვთ, ფინანსდება ოპერაციები საყოველთაო ჯანდაცვით, ეხმარება მერიაც, ბიზნესი თავისუფალია, ყურადღება ექცევა სპორტს, რაც თვალნათლივ სჩანს, ყველა ოლიმპიადიდან ოქროს და ვერცხლის მედლებით ვბრუნდებით, 35 წლიანი პაუზის მერე პირველად ამოიქაჩა ფეხბურთი, მაშინ როცა მიშა საერთოდ დინამოს ბაზის გაყიდვას აპირებდა, ადამიანები თავისუფლად გამოხატავენ საკუთარ აზრს, რა თქმა უნდა სოციალური და ეკონომირი პრობლემები ისევ რჩება, მაგრამ იმედია ნელ ნელა დალაგდება, ესეც დიდი წარმატებაა იმ ქვეყნისთვის რომელმაც ვერ გამოლია შიდა თუ გარე მტერი, და რომელიც არაფერს აწარმოებს, ოცნების დროს გავხდით ევრო საბჭოს წევრები, მივიღეთ ვიზა ლიბერალიზაცია, გავხდით კანდიდატები.რა ხდება ეხლა? მთელი 12 წელი გვებრძვის შიდა თუ გარე მტერი, არ უხარიათ მავანთ საქართველოს წინსვლა, იგეგმება საერთაშორისო აეროპორტის აშენება, დაიწყო ანაკლიის პორტის მშენებლობა, ჩვენი ისტორიული აბრეშუმის გზა, რომელზეც ჯერ კიდევ ქურუმები დადიოდნენ და რომელიც ჩვენი უმთავრესი კოზირია, საერთაშორისო დატვირთვას იძენს აზიის და ევროპის დერეფანი, გაიხსნა ყარსის გზაც, იწყება მოლაპარაკებები აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნებაზე, ამ ყველაფრის შემდეგ კი თავისუფლად შევძლებთ მოვითხოვოთ და ნეიტრალიტეტი, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მშვიდობის და ეკონომიური გაძლიერების გარანტი იქნება. 26 ში ჩატარდა მართლაც უმაღლესი დონის არჩევნები, ყველაფერი ციფრულად იყო გამართული, ხმის გაყალბებაზე ზედმეტია საუბარი,მართლაც ღირსეულად მოიგო ოცნებამ, ხალხმა მშვიდობას და სტაბილურობას მისცა ხმა, მითუმეტეს ეხლა როდესაც ამხელა მსოფლიო გადანაწილება მიდის. ოპოზიციას უკვირს რატომ ვერ გავიმარჯვეთო, შემიგინეს ქვეყანა, ღმერთი, სარწმუნოება, ღვინო, ტრადიცია, არ დამიტოვეს წაუბილწავი არაფერი, ილიას სლოგანიდანაც კი სარწმუნოება ამოიღეს, და კიდე გიკვირთ? მე კი ის მიკვირს მაგდენი ხმა როგორ მიიღეთ, რამდენი ნაძირალა ყოფილა ჩემს პატარა ქვეყანაში და ეს ვითომ ოპოზიცია რას გვთავაზობს ამ ყველაფერზე თქვით უარიო, გავხსნათ მეორე ფრონტიო, დავეხმართ 50 მილიონიან უკრაინას რუსეთის დასუსტებაშიო, მთელი მსოფლიო ვებრძვით და ვერ დავამარცხებთ თუ საქართველო არ ჩაერევაო, 3 დღე იბრძოლეთ და მერე ტყეში გადით პარტიზანებათო, ანუ სახელმწიფო აღარ გვექნება, საქართველო როგორც ქვეყანა ვერ იარსებებს და რა მოხდება? ისევ ოკუპაცია, ფოთამდე თურქეთი წაიღებს, აზერბაიჯანი ტერიტორიებს გაიფართოვებს, ისედაც ეხლახანს გარეჯი წაგვართვა, ისევ დავპატარავდები, თუ სულ არ გავქრი რუკიდან, ისედაც გვეუბნებიან რუსები მთელი ქართველები თბილისში დაეტევითო, თითს გვიქნევენ და ისევ რუსეთს გვაპირისპირებენ ის ქვეყნები რომლებსაც გაქანებული ვაჭრობა აქვს რუსეთთან, ჩვენ გვეუბნება სანქციები დაუწესეთო, სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს რა სანქცია დავუწესო? შუქი გამომირთე, გაზი ჩამიჭერი და ხორბალი არ გამომიგზავნოთთქო? ასე რომ არჩევნებზე ის მოხდა რაც უნდა მომხდარიყო, უფლის წყალობით და ქართველი კაცის გონიერებით მოვედით აქამდე და ასე გაგრძელდება მუდამ, ბევრი იმპერია მოვინელეთ რწმენით, გმირობით, ქვეყნის სიყვარულით, თავგანწირვით, ქეთევანის, ცოტნე დადიანის,დავითის, ვახტანგის, თამარის, 300 არაგველის, ასი ათასი მოწამის, სვეტიცხოვლის, წმინდა ნინოს, იესოს კვართის, სიდონიას, ღვთისმშობლის და ანდრეა პირველწოდებულის ქვეყანაში თითებს რომ გვიქნებთ, ცოტა იაზროვნეთ რაა?!