ბოლო 24 საათში თურქეთში კორონავირუსის აფეთქება- მსხვერპლი 196, 31 ათას 896 ახალი შემთხვევა

Gürcü Haber: კორონავირუსის გამო, ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში 196 ადამიანი გარდაიცვალა, სულ გამოვლინდა 31, 896 ახალი შემთხვევა. დღეს, ახლად დაინფიცირებულთა რაოდენობამ 6,128 ხოლო განსაკუთრებული გართულებების მქონე პაციენტთა რაოდენობამ 5,800 შეადგინა. -ეს არის ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გამოაქვეყნებული კორონავირუსის (Covid-19) ახალი ტიპის ვირუსის გავრცელების უახლესი სტატისტიკა.
კორონავირუსის გამო, ბოლო 24 საათის განმავლობაში თურქეთში 196 ადამიანმა დაკარგა სიცოცხლე, 31 ათას 896 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
დღეს გამოვლენილი ახალი პაციენტების რაოდენობა 6 ათას 128 იყო.
ვირუსის გამო გარდაცვლილი ადამიანების საერთო რაოდენობა 14 ათას 705-მდე გაიზარდა, ხოლო პაციენტთა საერთო რაოდენობა 533 ათას 198-მდე.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა 4,100 იყო, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობამ 427,242 მიაღწია.
სამინისტროს მონაცემებით, მძიმედ დაავადებული პაციენტების რაოდენობა დაფიქსირდა 5 800.



























