ანკარა —
Makvala Kharebava: თურქეთის დედაქალაქი და ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქი სტამბოლის შემდეგ. ქალაქის მოსახლეობა 2020 წლის აღწერით 5,663 შეადგენს ) და მდებარეობს ზღვის დონიდან 938 მ სიმაღლეზე. ქალაქს უწინ ანგორა ან ენგიურიუ ექვა, რომაულ, კლასიკურ და ელინისტურ პერიოდებში კი ანკირა ( Ἄγκυρα – Áŋkyra). ქალაქი 10 ათას წელს ითვლის… ანკარა იყო კელტური სამეფოს გალათიას დედაქალაქი, რომაელების დაპყრობის შემდეგ (ქრისტეს შობამდე 25 წელს) იგივე სახელწოდების პროვინციის ცენტრი.
ანკარა ანატოლიის ცენტრში მდებარეობს და მნიშვნელოვანი სავაჭრო და ინდუსტრიული ცენტრია. აქ მდებარეობს თურქეთის აღმასრულებელი და საკანონმდებლო მმართველობა და უცხოეთის ყველა საელჩო.
ისტორიულად ქალაქი განთქმული იყო აქ მოშენებული განსაკუთრებული ჯიშის თხებით, დამახასიათებელი გრძელი ბეწვით და მისგან დამზადებული შალით (ანგორას შალი), ასევე განსაკუთრებული ჯიშის კატით (ანკარას კატა), თეთრი კურდღლებით, მსხლით, თაფლითა და რეგიონის მუსკატის ყურძნით.
.
































