თურქეთის რესპუბლიკაში მოქმედი ქართული დიასპორული ასოციაციების მიერ, ნომინაციაში ,,ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის” წარდგენილ იქნა და ორგანიზატორების მხრიდან ჯილდო გადაეცა ჩვენი ასოციაციის ყოფილ თავმჯდომარეს, ამჟამად მარმარილოს რეგიონის ქართული ასოციაციების ფედრაციის (MARGÜFED)თავმჯდომარეს ომერ ფარუქ დემირთაშს. მადლობას ვუხდით მას ჩვენი ასოციაციის ფუნქციონირებასა და ქართული კულტურის შენარჩუნების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.
—-
27 Aralık 2021 tarihinde Gürcistan Dışişleri Bakanlığı tarafından Diaspora’nın özel liyakatli temsilcilerinin resmi ödül töreni düzenlendi.
“Diaspora Ödülü 2021” Başbakan Yardımcısı Dışişleri Bakanı Davit ZALKALİANİ tarafından açıldı. Etkinliğe Gürcistan parlamentosu milletvekilleri, Büyükelçiler ve diğer üst düzey yetkililer katıldı. Diaspora Ödülü 2021″in amacı, yurtdışında yaşayan, ev sahibi ülkelerde profesyonel başarı elde etmiş ve ayrıca Gürcistan’ın gelişimine ve Gürcü imajının, Gürcü kültürünün, sporunun ve biliminin tanıtımına katkıda bulunan yurttaşlarını tanıtmaktır.
Türkiye Cumhuriyetinde faaliyet gösteren dernekler tarafından önceki dönem dernek başkanımız ve Marmara Gürcü Dernekleri Federasyonu (MARGÜFED) Başkanımız Sayın Ömer Faruk DEMİRTAŞ Aday gösterilmiş ve ödüle layık görülmüştür. Derneğimize ve kültürümüze Katkılarından dolayı kendilerine teşekkür ediyor çalışmalarında başarılar diliyoruz.

2021 წლის 27 დეკემბერს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ორგანიზებით, განსაკუთრებული ღვაწლის მქონე დიასპორის წარმომადგენლების დაჯილდოების ოფიციალური ცერემონია გაიმართა.
ღონისძიება გახსნა საქართველოს ვიცე-პრემიერმა და საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა. ცერემონიას, ასევე, ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები, ელჩები და სხვა მაღალი დონის სტუმრები.
,,დიასპორის დაჯილდოება 2021“-ის მიზანია საზღვარგარეთ მცხოვრები იმ თანამემამულეების დამსახურების აღიარება, რომლებმაც პროფესიულ წარმატებებს მიაღწიეს და ასევე, წვლილი შეიტანეს საქართველოს განვითარების, აგრეთვე, ქვეყნის იმიჯის, ქართული კულტურის, სპორტისა და მეცნიერების პოპულარიზაციის საქმეში.
თურქეთის რესპუბლიკაში მოქმედი ქართული დიასპორული ასოციაციების მიერ,
ნომინაციაში ,,ქართული კულტურის პოპულარიზაციაში შეტანილი წვლილისათვის” წარდგენილ იქნა და ორგანიზატორების მხრიდან ჯილდო გადაეცა ჩვენი ასოციაციის ყოფილ თავმჯდომარეს, ამჟამად მარმარილოს რეგიონის ქართული ასოციაციების ფედრაციის (MARGÜFED)
თავმჯდომარეს ომერ ფარუქ დემირთაშს.
მადლობას ვუხდით მას ჩვენი ასოციაციის ფუნქციონირებასა და ქართული კულტურის შენარჩუნების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და ვუსურვებთ შემდგომ წარმატებებს.
******
ქართული ამბები 4 წლისაა
Gürcü Haber 4 yaşında
4 წლის წინ, 2019 წლის 21 დეკემბერს , სახელწოდებით“ქართული ამბების პორტალი”/Gürcü Haber portalı პირველი თურქულ- ქართულ ენოვანი ვებ გვერდი გამოჩნდა სოციალურ სივრცეში.
ვებ გვერდის შექმნის იდეა და მისი განხორციელება, პირადად სტამბულის ქართული კულტურის ცენტრის თავჯდომარეს, ბატონ ფეჰმი უზალ უსტიაშვილს ეკუთვნის.მისი უშუალო ძალისხმევით ვებგვერდი მეოთხე წელია მრავალ საინტერესო ინფორმაციას სთავაზობს,როგორც თურქ ,ასევე ქართველ მკითხველს.
ორ ენოვანი ვებგვერდი ქართული,ლაზური კულტურის პოპულარიზაციისთვის განკუთვნილი პლატფორმაა თურქეთში.მისი საშუალებით,ქართველი მკითხველი თურქეთში მცხოვრები ქართველების და ლაზების ისტორიას,კულტურას,სიახლეებს და წარმატებებს ეცნობა.მეორეს მხრივ თურქეთის ქართველები ახალ და საინტერესო ამბებს იგებენ საქართველოს შესახებ.
წელს,21 დეკემბერს,”ქართული ამბების პორტალი”/Gürcü haber portalı 4 წლის გახდა.ამ ხნის განმავლობაში ბევრი ცვლილება განხორციელდა.შეიქმნა ვებ გვერდის ლოგო,რომელის ავტორი გახლავთ ცნობილი ქართველი მხატვარი,აფხაზეთის მხატვართა კავშირის ყოფილი თავმჯდომარე ბატონი დავით ბაძაღუა ( დავიდ გუა).გაფართოვდა საინფორმაციო სამსახური. მეოთხე წლისთავზე ლოგოს ცვლილება კვლავ განხორციელდა მისი უპირობო ავტორის მიერ. სახელწოდებაშიც შევიდა ცვლილება.”ქართული ამბები”/Gürcü Haber ახლა უკვე ამ სახელწოდებით წარდგება ვებ გვერდი მკითხველის წინაშე.
დღეს თურქეთის ქართულ საზოგადოებას ვებგვერდის საშუალებით ყოველდღიურად მიეწოდება მნიშვნელოვანი ინფორმაციები,როგორც თურქულ,ასევე ქართულ ენაზე.ქვეყნდება სტატიები.
“ქართული ამბები/Gürcü Haber -ის გუნდი, ვებგვერდის შექმნის დღიდან უცილობლად და უანგაროდ ქართულ საქმეს ემსახურება.
უღრმესი მადლობა იმ რესპოდენტებს ვინც არ დაიზრა და პირადად “ქართული ამბებისთვის”დრო გამონახა.ექსპერტებს, დიპლომატებს, პროფესორებს,კულტურის და ნებისმიერი სხვა სფეროში მოღვაწე ადამიანებს, რომლებმაც თუნდაც მცირე წვლილი შეიტანეს გვერდის განითარება-პოპულარიზაციაში.
ღრმა პატივისცემა და დიდი მადლობა “ქართული ამბების”/Gürcü Haber მკითხველს.
გილოცავთ!
P.S “ქართული ამბები”-ის გუნდს 2020 წლის ივნისში შევუერთდი,უშუალოდ ვებგვერდის დამფუძნებელის ბატონი ფეჰმი უზალ უსტიაშვილის მოწვევით. თანამშრომლობა შედგა.
ვამაყობ,რომ ამ გუნდის წევრი ვარ!
ვერიკო ჭიჭიაშვილი ჩელიქი
*































