ქართველების პრობლემა სულიერი ორიენტირების დაკარგვით დაიწყო!
Demur Giorkhelidze: განვითარება საკუთარი კულტურული წიაღიდან ამომავალ ტრაექტორის ჰქვია, რომელიც მუდმივად აღმავალი უნდა იყოს და არა სხვათა განვითარების
ტრაექტორიაზე გადახტომას, რომელთაც თავად დაჰკარგვიათ სულიერი ორიენტირები!
თითქმის 16 საუკუნე, ქართველებს ჰქონდათ მორალური საყრდენი და ორიენტირი, რომელიც არასდროს გამოყენებულა ბრმად და არასდროს მისულა ფანატიზმამდე: ქართველთა წინაპარს აღმოაჩნდა საოცარი უნარი გახსნილი ყოფილიყო თავისი დროის უდიდეს ცივილიზაციებთან ხისტი შეხებისას და სწორედ ეს გახსნილობა აძლევდა მას საშუალებას, აერჩია საკუთარ კულტურასთან თავსებადი და გაემდიდრებინა საკუთარი კულტურა და გაუმტარი ფილტრი ჩაედო იმ მიმდინარეობებისა და შეხედულებებისათვის, რომლებსაც ვერანაირად ჰგუობდა ქართული მენტალური კონსტრუქცია!
ქართველები იმასაც ვერ ხვდებიან, რომ
საქართველოში ქრისტიანობის შესუსტებამ, რომელსაც
ისინი წარმატებით ეყრდნობოდნენ საუკუნეების განმავლობაში და ამით შეძლეს დღემდე მოეტანათ საკუთარი უნიკალური კულტურა და შეენარჩუნებინათ ხალხი, უკანასკნელ 30 წელიწადში, გარე წყაროების ინფორმაციებისა და იდეოლოგიურ მყრალი კონსტრუქციების გავლენით, – უაღრესა შესუსტდა და
ძნელად უძლებს სასტიკ ზეწოლას.
ზეწოლის ინსტრუმენტი ამ პერიოდში გამოყვანილი მუტანტური აზროვნების პროქსი-პოლიტიკური ჯგუფები, პროქსი-საზოგადოებრივი ელიტები და იდეოლოგიით განადგურებული ახალგაზრდების ნაწილია.
ასეა!
ქართველების პრობლემა სულიერი ორიენტირების დაკარგვით დაიწყო! სულიერი ორიენტირები განათლებულობის მაღალი სტანდარტების შემთხვევაში წარმოადგენს გზამკვლევსა და უნიკალურ მონაცემთა ბაზას და არა დამპალი იდეოლოგიით განადგურებული ნაძირალების მომრავლებისას!
*****
https://www.google.com/url? Niko Pirosmani ( GH )
























