Demur Giorkhelidze: მძლავრი გეოპოლიტიკური შედეგი უკანასკნელი წლების მოვლენებისა:
საუდის არაბეთი გახდა (ანუ დაიბრუნა) წამყვანი
რეგიონალური პოლიტიკური მოთამაშე დიდ რეგიონში
და ეს ყველაფერი უკავშირდება ამ ახალგაზრდა კაცს
მუჰამედ ბინ სალმანს, მის საღ ამბიციას საკუთარი
სახელმწიფოს მიმართ.
მემკვიდრე პრინცი უფრო შორს წავიდა, ვიდრე მოწინააღმდეგეების მარგინალიზაციაა და საუდის არაბეთში ძალაუფლების სტრუქტურის რეორგანიზაცია. მან ძალზე ღრმად და ფაქიზად შეცვალა რეჟიმის მართვის საფუძველი, ფაქტიურად გაწყვიტა რა კავშირი სუნიტური ისლამის პურიტამულ ვაჰაბიტურ სექტასთან.
ერთდროულად იგი იცავს და წინ სწევს სოციალურ
რეფორმებს – რომელიც ეხება ქალთა უფლებებს,
სოციალურ ურთიერთქმედებასა და გართობას –
სამეფოში, სადაც მთელი თავისი ისტორიის მანძილზე
სიმკაცრის კულტურაში იყო გახვეული: ჭკვიანი სალმანი
თავისუფლების დოზირებულ კულტივირებას ახდენს და
ეს არ ხდება პოლიტიკური მიზნების გარეშე:
პ რ ი ნ ც ი აგებს:
(ა) ხელისუფლების (ძალაუფლების) ახალ სტრუქტურას,
(ბ) პოლიტიკურ ელექტორატსა და
(გ) ლეგიტიმურობის წყაროს!
აი, ფუნდამენტი პოლიტიკური გამჭრიახი გონებისათვის.
სწორედ ასეთი რამ არის გასაკეთებელი საქართველოში!
მეორე ფუნდამენტური რამ, რომელიც საუდის არაბეთმა
და სხვა ტრადიციულმა არაბულმა სახელმწიფოებმა
გამოიტანეს და რომლის მსგავსი აზრები არ გასჩენია
საქართველოს მარიონეტიზირებულ ხელისუფლებებს
ბოლო 20 წლის განმავლობაში, – ფუნდამენტი
სახელმწიფოს არსებობისა: უ ს ა ფ რ თ ხ ო ე ბ ა, რომელიც
ვერ დაეყრდნობა აშშ-ს და ვერ დაიცავს სახელმწიფოს –
იდეოლოგიური გადახრები და იდეოლოგიას დამორჩილება (რაც ქართღველი პოლიტიკოსების მოურჩენელი სენია).
2011 წლის “არაბული გაზაფხული”, ჩვეულებრივი კარგად დაგეგმილი “ფერადი რევოლუციები” იყო ის ბოლო წვეთი,
როცა საუდელი პოლიტიკოსები (და სამეფო ოჯახი) მივიდნენ დასკვნამდე, რომ სამეფო არ შეიძლება ეყრდნობოდეს აშშ-ს უსაფრთხოების საკითხებში. სწორედ ეს უმნიშვნელოვანესი რამ ხსნის სამეფოს ენერგიულ და მიზანმიმართულ ძალისხმევას საკუთარ სახლში უსაფრთხოების უზრუნველყოფის მცდელობებზე.
p.s.
იცვლება და იცვლება დროის მოთხოვნების გამო
მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი, ღრმად
ტრადიციული და ზე-კონსერვატული სამეფო, – იცვლება
ახალი გარემოებების გამო და იცვლება მხოლოდ იმის
გამო, უზრუნველყოს საკუთარი სახელმწიფოს
უსაფრთხოება და განვითარება საკუთარი კულტურის
წიაღში.
ქართველ ე.წ. “პოლიტიკოსებს”, მათ გონებადაბინდულ მხარდამჭერებს საკუთარი ქმედების მიზნად არასდროს ჰქონიათ და აქვთ ის მიზნები, რაც ცვლის საუდის არაბეთს!
არანაკლები სიღრმის ცვლილებები სჭირდება საქართველოს:
(ა) ხელისუფლების (რეალური ძალაუფლების) უმახინჯესი სტრუქტურის შეცვლის მიმართულებით;
(ბ) ახალი საღი და საკუთარ სახელმწიფოზე და საკუთარ კულტურულ წიარში განვითარების მომხრე ელექტორატის ჩამოყალიბებისათვის, რომელიც სულაც არ გამორიცხავს (პირიქით!) გახსნილობასა და ახლის ათვისებას: ფანტასტიკური ქართული კულტურა იძლევა ამის საშუალებას, და
(გ) ლეგიტიმურობის წყაროს გამოკვეთისათვის!
ეს უმნიშვნელოვანესი რამ არის!
30 წელია, საქართველოს ხელისუფლებები
ლეგიტიმურობის დიდი პრობლემის წინაშე დგანან.
აი, ფუნდამენტი განვითარებისა და არა იდიოტური
ორიენტაციები, იდეოლოგიური გამოთაყვანება და ამ
ფონზე ერთმანეთის შეურაცხყოფა და აგრესია, რომელიც
არ ეპატიება არცერთ ნორმალურ ადამიანს!
























