დასრულდა შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტით – „საქართველოს საზღვრისპირა რეგიონების სოციო-კულტურული მახასიათებლები და სასაზღვრო ურთიერთობები – ჯავახეთი” – გათვალისწინებული ეთნოგრაფიული კვლევის პირველი ეტაპი.
შემოვლილ იქნა ახალციხის, ასპინძის, ახალქალაქისა და
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტები.
შეიკრიბა საველე მასალა ჯავახეთისა და სამცხის სასაზღვრო მხარეების თანამედროვე ვითარების შესახებ.
საკვლევი თემატიკა მრავალფეროვანია:
ყოფა და კულტურა,
ტრადიციისა და ნოვაციის მიმართება,
მიგრაციის ვექტორები,
საბაჟო-გამშვები პუნქტების გავლენა მოსახლეობის ცხოვრებაზე,
კულტურული მეხსიერება და იდენტობა,
კულტურული მემკვიდრეობა და თანამედროვეობა
ეთნიკურ და კონფესიურ ჯგუფთა თანაარსებობა…
შესასწავლი კვლავაც ბევრია და მცირე შესვენებისა და მასალის დახარისხების შემდეგ გაიმართება მეორე ექსპედიციაც.
მადლობელნი ვართ რუსთაველის ფონდისა, თანამონაწილე ორგანიზაციისა (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა) და ჩვენი უნივერსიტეტისა.
შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი
საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა/National Library of Georgia
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი • Tbilisi State University
მადლობელნი ვართ ყველა მეცნიერისა, ვისაც ეს მხარე უკვლევია, ყველა მთხრობელისა, ჩვენი ჯავახი სტუდენტებისა, მუნიციპალიტეტთა ადმინისტრაციის თანამშრომლებისა…
პროექტის საბოლოო სამეცნიერო მიზანი ორენოვანი მონოგრაფიაა, ხოლო პრაქტიკული შედეგი უკვე სახეზეა – ადგილობრივთა ყოფითი პრობლემების გაცნობა და განვითარების გარკვეული პერსპექტივების გამოვლენა – ყველაზე მართალი და ზუსტია ის, რაც ხალხური წიაღიდან მოდის და რაც გათვალისწინებული უნდა იქნას სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ.
თავაუღებლად ვიმუშავეთ და ძალას მომავალშიც არ დავზოგავთ 🙂
ფოტო: კუმურდო
























