ეს ბიჭი საოცარ პატივისცემასა და მოკრძალებას
იწვევს ჩემში!
მოკრძალების განმსაზღვრელი – მისი საოცარი ნიჭია,
პატივისცემის საფუძველი კი –
მისი ადანმიანურობის ხარისი,
მოკრძალება და საქმისადმი უდიდესი პასუხისმგებლობა,
რაც არანორმალურ შრომაში ვლინდება!
ასეთი იშვიათი შეთანწყობა უდიდესი წარმატების
საწინდარია, თუმცა, ის უკვე წარმატებულია!
მერწმუნეთ, ყველა დიდი ფეხბურთელი მინახავს!~
1963 წელს, ქუთაისში პირველად ჩართეს ტელევიზია
და ინგლისი-მსოფლიოს ნაკრების მატჩი უჩვენეს.
იქედან მოყოლებული, საოცარი ფეხბურთელები თამაშის
მომსწრე ვარ იმ ფეხბურთში, რომელიც კომერციით არ იყო წარყვნილი.
ხვიჩა – ყველა გამორჩეულ ფეხბურთელთა შორის
შეიძლება დასახელდეს. იგი ცვლის ფეხბურთს, –
ანუ მას უბრუნებს იმ სახეს, რასაც ათეული წლები
მონუსხული ჰყავდა მთელი მსოფლიო!
























