დღეს 10 ნოემბერს ათათურქის გარდაცვალების 84-ე წლისთავია…
“მიცნობდეთ მე სულაც არ ნიშნავს ჩემი სახის დანახვას. თუ გრძნობთ და გესმით ჩემი იდეები და განცდები ეს საკმარისია.”

მუსტაფა ქემალ ათათურქი
84 წელი გავიდა მუსტაფა ქემალ ათათურქის გარდაცვალებიდან. თურქეთის რესპუბლიკა კი მის გარეშე და მასთან ერთად აგრძელებს არსებობას…
თურქეთის არმიის ოფიცერი, რევოლუციონერი, სახელმწიფო მოღვაწე, თურქეთის რესპუბლიკის დამაარსებელი და მისი პირველი პრეზიდენტი. იშვიათად შეიძლება შეხვდეთ ადამიანს მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში რომელმაც არ იცოდეს თუ ვინ არის მუსტაფა ქემალ ათათურქი.
უპირველეს ყოვლისა უნდა დავეთანხმოთ და გავითვალისწინოთ რომ; ისტორია რომელიც მოწმე გახდა ოსმალეთის იმპერიის დრამატული დაშლისა იყო ძალზედ რთული პერიოდი არა მხოლოდ იმპერიისათვის არამედ მთელი ერისათვის. იგი ნელ ნელა კარგავდა თავის ღირებულებებს, ამ რეალობაში მყოფ მუსტაფა ქემალ ფაშა ოსმალეთის იმპერიის სამხედრო ელიტის ლიბერალი წარმომადგენელი იყო, რომელიც წარმატებით იბრძოდა ყველა ომში. განმანთავისუფლებელი ომის დაწყებისთანავე, მან გაათავისუფლა ანატოლია ოკუპაციიდან, შემდეგ გადადგმული, ყველა სტრატეგიული ნაბიჯით, ათათურქმა თანამედროვე თურქეთის ჩამოყალიბებას შეუწყო ხელი და თავისი სახელი ოქროს ასოებით ჩაწერა არა მხოლოდ თურქეთის არამედ მსოფლიოს ისტორიაში.
1923 წლის 29 ოქტომბრიდან მან სიცოცხლე მიძღვნა თურქეთის სახელმწიფოს განვითარებას. განახორციელა პოლიტიკური, რელიგიური, კულტურული, სამართლებრივი, სოციალურ და ეკონომიკურ ცვლილებები. განსაკუთრებული ყურადღება კი განათლების სისტემებზე განახორციელა. როგორც რესპუბლიკის პირველმა პრეზიდენტმა მიიღო მთელი რიგი რეფორმათა სია, რომელთა მიზანი თანამედროვე და დემოკრატიული სახელმწიფოს ჩამოყალიბება იყო და ამ მიზნებით ძალზედ დიდი მემკვიდრეობა დაუტოვა მომავალ თაობას.
უდიდესი მადლიერების გრძნობით მოვიხსენიებთ და პატივს მივაგებთ მის ხსოვნას.
























