მ ო მ ე ს უ რ ვ ე
მომესურვე…
დაღრუბლულ ცას გავკივლე,
ცივი დღეა ,
ადგილ – ადგილ თოვლს.
უმიზეზოდ, ვიცი,
ბევრჯერ გატკინე,
ყველაფერზე პატიებას
გთხოვ!
მოვყევ ჭალებს,
დაბინდულთ და გაუვალთ
და მზეების დარებია
შორს,
უმიზეზოდ, ვიცი, ბევრჯერ
გაურვე,
ყველაფერზე პატიებას
გთხოვ!
სად მივცურავ…
საით მივექანები?! –
დღეს გავივლი ცათა
მღვრიე ფონს…
ბევრჯერ ცრემლით გაგინისლე
თვალები,
მაპატიე, მაპატიე,
გთხოვ.
ავბუბუნდი, ახლა ჩემი რიგია,
მზე მამძიმებს ფოთოლივით
მთრთოლს.
მაპატიე, თუმც ეს თხოვნა
დიდია,
მაგრამ მაინც დაჟინებით
გთხოვ.
























