ეს ჩვენი დედა-ვარსკვლავია, სახელად „მზე“, რომელზედაც რამდენიმე საათის წინ კორონალური ამოფრქვევა მოხდა და ამ უახლოეს დღეებში თუ წნევამ მოგიმატათ, თავი აგტკივდათ, მოდუნებულად იგრძენით თავი, აი, ამის ბრალი იქნება.
რა ქნას, ასეთია მისი ბუნება. აი თეთრ ნათელ წერტილებს რომ ხედავთ, ამას ადრე „ლაქა“ უწოდეს, რადგან პრიმიტიულ ტელესკოპში „თეთრ“ მზეზე შავ ლაქად ჩანდნენ. იქ ტემპერატურა უფრო ნაკლებია, ვიდრე მზის სხვა ნაწილში და სწორედ მანდ ხდება კორონალური ამოფრქვევები. თუმცა უმცირესიც კი იმ „ლაქებში“ იმდენად დიდია, რომ ჩვენს პლანეტას მთლიანად ჩაყლაპავს.
































