Türkiye Cumhuriyeti Cumhurbaşkanlığı Başdanışmanı ve Sözcüsü Sayın İbrahim Kalın ile bir araya gelmekten büyük bir şeref duydum.
🇬🇪🤝🇹🇷 2023 წლის 2 თებერვალს, საქართველოს ელჩმა, გიორგი ჯანჯღავამ, შეხვედრა გამართა თურქეთის პრეზიდენტის მთავარ მრჩეველთან და პრეს-სპიკერთან, იბრაჰიმ ქალინთან.
🔹შეხვედრაზე, მხარეთა მიერ, განხილულ იქნა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის დღის წესრიგის აქტუალური საკითხები, ასევე, რეგიონში მიმდინარე პროცესები და ურთიერთობების კიდევ უფრო განვითარების პერსპექტივები.
🔹შეხვედრისას, მხარეებმა, კმაყოფილებით აღნიშნეს ორ ქვეყანას შორის არსებული წარმატებული და ნაყოფიერი სტრატეგიული თანამშრომლობა, მთელი რიგი მიმართულებებით, მათ შორის, პოლიტიკურ, სავაჭრო-ეკონომიკურ, ტრანსპორტის, ენერგეტიკის და სხვ. სფეროებში. ამასთან, ხაზი გაესვა ურთიერთობათა შემდგომი განვითარების დიდ პოტენციალს.
🔹შეხვედრისას, მხარეების მიერ, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ორ ქვეყანას შორის მაღალი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს მორიგი შეხვედრის უახლოეს მომავალში ჩატარებისა და ამ მიმართულებით მუშაობის გააქტიურების მნიშვნელობაზე.
🔹ამასთან, თურქულმა მხარემ, გამოხატა ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, ასევე, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანების მიმართ.
🔹შეხვედრის დასასრულს, მხარეებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურეს მზადყოფნა, ორ ქვეყანას შორის ნაყოფიერი თანამშრომლობის გაგრძელებასა და კიდევ უფრო გააქტიურებასთან დაკავშირებით.
Gürcistan Ankara Büyükelçiliği



























