ხალხი თვითონ დახვდება ქარავნებს.
ამერიკაში, ერთ-ერთი ბიზნეს კოლეჯის დირექტორმა, რომელსაც მამისგან მემკვიდროებით მიღებული ჰქონდა დიდი გორა, გაყიდა ამავე კოლეჯის სტუდენტზე. ეს გორა გზის პირას იყო, რომელსაც მთელი ცხოვრება ვერ იყენებდა და ამიტომ მოიცილა იაფად, თავისივე კოლეჯის სტუდენტზე მიყიდვით. ამ გორის ირგვლივ არაფერი ხდებოდა საერთოდ. სტუდენტმა ეს იაფიანი შესყიდვა საბანკო სესხით განახორციელა.
გავიდა ხანი. სტუდენტმა ბირჟაზე განათავსა აქციები და დაიწყო ინვესტირება ამ გორაზე ეტაპობრივად. დროდადრო იზრდებოდა ამ სივრცეზე ინფრასტრუქტურა. ასევე დროდადრო მაღლა იწევდა მისი კომპანიის აქციების ფასი და უფრო კარგადაც იყიდებოდა ისინი.
დღეს ამ გორაზე დგას სასტუმრო, რესტორანი, სპორტული მოედნები და დარბაზი, რეკრეაციული პარკი, ხელოვნური ტბები, მაღაზიები, სალონი, კაფე, ბიბლიოთეკა და უკვე ახალი ტექნოლოგიური კოლეჯიც.
ერთ საღამოს გამოიარა კოლეჯის დირექტორმა, უყურა, უყურა შორიდან თავისი მამის დატოვებულ მემკვიდრეობას და ის, რასაც თავის სტუდენტს თვითონ ასწავლიდა, ხმამაღლა გაიმეორა: ეკონომიკას ჩინოვნიკები ან მეცნიერები არ წარმართავენ, ეკონომიკას წყვეტს ბაზარი!
ეს თქვა და ჩაუარა განათებულ, გაცოცხლებულ გორას.
ყოფილმა სტუდენტმა ეს ყველაფერი შეძლო ბანკის და ბირჟის მეშვეობით. ის თავად გახდა თავისივე დაფუძნებული კოლეჯის დირექტორიც, გარშემო მთელი ინდუსტრიებით.
ფედერაცია დაიშლება!
ემიგრანტები დაბრუნდებიან! ლიბერალური წესრიგი აღდგება! ქართველები:
გამართავენ ქარვასლებს!
დახვდებიან ქარავნებს!
და სხვა ერებსაც მოეხმარებიან!
როგორც კი ბირჟები გაიმართება!


























