აბრეშუმის გზის სამშობლო.
ნოდარ დუმბაძის ნათქვამის არ იყოს, სამშობლო ვაზია, რომელიც ზოგან მაღლარზე იკრიფება, ზოგან დაბლარზე…
ასეა აბრშუმის გზაც, ზოგი კოლხეთის დაბლობზე და ზოგიც ჯავახეთის ზეგანზე იკვანძება.
ახლა ახალი ჭაჭანარევი წვენივით დუღს ეს გზა. თუ არ ადუღდა, არ დაღვინდება. ეს დუღილი სამყაროს მთელი ფილოსოფია, კოსმიური მეცნიერება და კიდევ სხვა, რაღაც ამოუცნობი რამაა.
თუმცა ამოცნობა შესაძლებელია, ბოლომდე არა, მაგრამ მაინც…
ხომ გაგიგიათ ქართულად ნათქვამი სიტყვათა წყობა – ყურმოჭრილი მონა.
მერე?
ეს ყურმოჭრილი მონა ნიშნავს ბრმად მორჩილს. გიფიქრიათ ოდესმე, როდის აქეთ აჭრიან ქართულ ნაგაზს ყურებს? ძაღლი ხომ პატრონის ერთგულია?
ბრმად მორჩილი ძაღლის პატრონის მენტალობა იცით საიდან იწყება?
ვაზი პირველ პრეზიდენტმა აღადგინა. 32 წელი მოვანდიმეთ ყურ-მოჭრილად, ვაი-ვაგლახით და მთელი ცოდვა-ბრალით ნავენახევის აღდგენას. ბარაქიანი მოსავალი კარგა ხანია გვიდგას, მაგრამ ის ჯერ ჩვენი არ არის. რისი დატოვებაც შევძელით იმ მოსავლიდან, მისი ღვინო მალე დადუღდება. სულ ძალიან მალე.
რომაულ მონეტებს როცა ჩინურ მონეტებზე კოლხური თეთრით ცვლიდნენ, იმ დროს ჯავახეთის ზეგანზე ქურუმები და მოგვები მოდიოდნენ და ასტროლოგიურ დაკვირვებას აწარმოებდნენ. აბულის მეგალითებია სამყაროს ფილოსოფიის ამოუცნობი, კოსმიური მეცნიერება.
ყურებ-დაჭრილი ძაღლის პატრონი, თავისი პატრონის ასევე ბრმად მორჩილია. ქართული ნაგაზის ყურებს აღარ შეეხოთ და თქვენ სხვისგან პატრონობის ნაცვლად, სხვებთან პარტნიორობას ისწავლით. თქვენივე ნაგაზის ბუნება გასწავლით ამას.
ასეთია მაღლარის, დაბლარის და ყურმოჭრილი მონის ფილოსოფიის ფორმულა.
ღვინომ დადუღება დაიწყო. ახლა ადგილია შესარჩევი სუფრის გასაწყობად. საუკეთესო ადგილებია ამისთვის ღვინის სამშობლოს ზეგანიც და დაბლობიც. სუფრას ასზე მეტი ქვეყნიდან შემოუსხდება სტუმრიანობა. სუფრის წევრები ერთმანეთთან პარტნიორობას აპირებენ, ოღონდ ერთი პირობით – სუფრას ყურმოჭრილი მონა ვერ უთამადებს.
მოგიწევთ აბრეშუმის გზის თამადობა და მოემზადეთ!


























