სერიალიდან: მედიჩი. ფლორენციის მბრძანებლები.
დასტინ ჰოფმანისა და რიჩარდ მედენის უბადლო შესრულებით.
სცენა: მამაშვილი რომს პაპის კურთხევაზე მიემგზავრება.
“-კოზიმო, აი შენ, საათობით სწავლობ ფლორენციის საკათედრო ტაძარს, რომელსაც საუკუნეზე მეტია გუმბათი არ ადგას. არასოდეს დაინტერესებულხარ, რატომ ააშენეს ძველმა ფლორენციელებმა ამოდენა კათედრალი, რომელსაც ვერ ასრულებენ?
-იმიტომ, რომ მათი ამბიციები მათ შესაძლებლობას აჭარბებდა.
-არა კოზიმო, იცოდნენ, რომ ვერ დაასრულებდნენ, ძალიან დიდი კათედრალი ააშენეს.
-მაგრამ თუ იცოდნენ, რომ ვერ დაასრულებდნენ, რატომღა დაიწყეს?
-ოცნება ჰქონდათ კოზიმო, რომ ღმერთი მომდევნო თაობას მისცემდა მეტ უნარს ტაძარზე გუმბათის დასადგმელად.
-იქნებ ეს მე ვიყო მამა, ჩემი ესკიზებით, ნახატებით.
-შესაძლოა შენ იყო, მაგრამ არა შენი ესკიზებით კოზიმო. რადგან ტაძარს არქიტექტორი კი არ დაასრულებს, არამედ ის, ვინც საკმარის რესურსს მოუყრის თავს ამისათვის.”



























