მოსკოვი თუ თბილისი?
ჩინეთთან აშშ-ევროკავშირის ჯამური საქონელბრუნვა 2021 წლის მონაცემებით დაახლოებით 1 ტრილიონ 500 მილიარდი დოლარია, რუსეთთან საქონელბრუნვა სულ რაღაც 147 მილიარდი დოლარი ანუ 10-ჯერ ნაკლები.
ჩინეთისთვის მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქონელბრუნვის მოცულობა, არამედ საქონლის ჩამონათვალიც, რომელიც რუსეთთან ვაჭრობის შემთხვევაში უკიდურესად მწირია. შესაბამისად, დასავლეთზე დამოკიდებულია ჩინეთის ეკონომიკის გამართული მუშაობა.
ცენტრალური აზიის ყოფილი საბჭოთა ქვეყნები ცდილობენ კრემლისგან დისტანცირებას, რაც ჩინეთს თავისი გავლენების გაფართოების შესაძლებლობას აძლევს.
„ჩინეთი ყოველთვის მტკიცედ უჭერს მხარს ცენტრალური აზიის ქვეყნების მისწრაფებას, განვითარდნენ ეროვნული ინტერესების შესაბამისად; ასევე მხარს უჭერს მათ სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას“, – ეს განცხადება სი ძინპინმა 2022 წლის იანვარში გააკეთა.
რას იგებს აქედან საქართველო?
ორგანიზაცია CAREC აერთიანებს 11 ქვეყანას აზიასა და კავკასიაში. საქართველოს გავლით მოუწევთ ჩინეთსაც და დანარჩენ ქვეყნებსაც ევროპის ბაზრებზე წვდომა. ფედერაციის დაშლა ნიშნავს აბრეშუმის გზის აღდგენას.


























