
❤️” საქართველო უპირველეს ყოვლისა”❤️
Tea Tetradze: ქართველებს ერთი ძალიან ცუდი თვისება გვაქვს! უცებ ვირგებთ სხვის სამოსს, მერე ვწუწუნებთ დაგვიმონა, გადაგვიარა ვიშვერთ ხელებს, ხან ვის ვაბრალებთ და ხან ვის, ხან სპარსული ჩალმა მოვირგეთ, ხან ოსმალური, მადლობის ნაცვლად ” საღოლ” შემოვიღეთ, საკუთარი ტახტის და ფუფუნებისთვის ხან, დედებს, შვილებს, დებს წირავდნენ, ეგონათ კარგი მფარველი ვიშოვეო, მაგრამ სულით მონას არავინ სცემს პატივს, მერე ისევ ღვთის შეწევნით, გამოჩნდებოდნენ ნამდვილი ქართველი გმირები: დადიანები, სააკაძეები, ქეთევანები, ხერხეულიძეები, 1 დღეში 100 000 მოწამე ქართველი, რომლებიც სიცოცხლეს და შვილებს სწირავდნენ ქვეყანას, ისე გაგვწყვიტეს, რომ ერეკლეს დროს 400 000 დავრჩით, მაშინდელი სიტუაციიდან გამომდინარე მართლაც ერთადერთი გზა გადარჩენისა რუსეთი იყო, ასეა თუ ისეა იდენტობა, რელიგია, გენო ფონდი შევინარჩუნეთ, თორემ ეხლა, კი ვიქნებოდით ვიღაც ” ოღლუები” და ერდოანს დავუკრავდით ტაშს, ისე როგორც დღეს 12 მილიონი თურქეთელი ქართველი.😔
მერე, რა მოხდა? ? ? ამ ჩვენს ვაი ქართველებს” სულ დაავიცკდატ კარტული”, განსაკუთრებით დასავლეთის თავადობა, ყიდდა ჩვენს ბავშვებს, ისეთი მონდომებით, რომ ლეკიანობა მოიტოვეს უკან, გაქსუებული თავადები მათემატიკური სიზუზსტით ყოფდნენ და ფოჩიანი კამფეტებისთვის ყიდდნენ საქართველოს: ლიხს იქით და ლიხს აქეთ,სკოლებში რუსული ანბანით ასწავლიდნენ ქართულს, ლუარსაბები და დარეჯანები ბოზბაშზე და ჩიხირთმაზე დაობდნენ, ისევ რუსეთმა მოიფიქრა და გააუქმა თავადობა, გლეხობამ კი ცოტა ამოისუნთქა, მაშინაც ისევ უფალმა მოგვივლინა ილია, აკაკი, იაკობი, დაარსდა წერა კითხვის საზოგადოება, დაიწერა დედა ენა, მერე ისევ გამოჩდნენ მოღალატე ქართველი შადიმანები : ორჯონიკიძეები, მახარაძეები, ბერბიჭაშვილები და მოგვიკლეს ილია.😔
მერე კომუნისტებს არ აწყობდათ, მებრძოლი სულის ქართველები კავკასიის ცენტრში და ჩვენი ხალხი, ფულის მოჩალიჩეები გახადა, საშვალება მისცა დამშეულ და ომით დაღლილ ქართველ კაცს, ” ჩალიჩით” ეშოვნა ფული, , გაძლიერდა ეკონომიკა, ქართველი გლეხი შრომობდა, თან, გაჰქონდა მოსავალი რუსეთში, ფულს მუთაქებში ინახავდა, აქ ცოლი უზრუნველყოფილი ჰყავდა ფინანსურად და მხოლოდ გამრავლების მიზნით წვებოდა მასთან, იქ რუსეთში კი ტანიებს და ვალიებს აღმერთებდა, ხურავდა სასტუმრო” რასიას” რესტორანს, რუსი, თუ უკრაინელი, ბინძური, გაუპარსავი, დუნიაშკების გულისთვის და მაგარი ტიპის იმიჯს იქმნიდა, ისე, რომ რუსეთს არ დაუვალებია, ასე მოიქეციო😠
400 000 დან ავედით 5 მილიონამდე, ნელ ნელა ისივე ვივიწყებდით ენას, განსაკუთრებით დასავლეთ საქართველოში : სუმკაში, აჩკები მიდევს, პორტფელში და წამეიღე რააა” ან ქუხნაში სტოლსაფარი გადააფარე და ზედ დადგი კასრული” მაშინ, როცა 1 წინადადებას გამართულად ვერ გეტყოდნენ რუსულად, ნუ პუშკინზე და დოსტოევსკზე აღარ არის საუბარი, დამეფიცება, მიუხედავად იმისა, რომ მამა რუსულენოვანი მყავდა, მოსკოვში დაამთავრა “ემგეუ” და რუსეთში მოღვაწეობდა, ჩვენს ოჯახში, ვერ გაიგებდი სპიჩკას, ზაჟიგალკას, პესოკს და ა.შ. ხრუშჩოვმა გადაწყვიტა ქართველები საერთოდ გადავესახლებინეთ ყაზახეთში , თუ სადღაც ჯანდაბაში, მაგრამ მჟავანაძემ და ინაურმა ჭკუით აჯობეს, 6 თვე თხოვეს ვადა, რომ რაღაც მოეფიქრებინათ, ამასობაში თვითონ ხრუშჩოვი გადააყენეს და ისევ გადავრჩით, მერე რუსებმა იფიქრეს ეს ჩემისები მაინც სულ რუსულად ლაპარაკობენ და მოდი ბარემ სახელმწიფო ენად რუსულს გამოვაცხადებო, მაგრამ 78 ში ისევ იფეთქეს გმირებმა, მე მაშინ 2 წლის ვიყავი, დედამ ვერსად დამტოვა და თან წამიყვანა თურმე,უნივერსიტეტში, რომ შეცვივდნენ, დეიდაჩემს გულიკო( ბაჩო) ზვიადაძეს და ვახუშტი კოტეტიშვილს, ნათელი მათ სულებს, ისე, ჩაარტყეს თავში, რომ სერიოზული ტრავმები მიიღეს, მაშინ შევარდნაძემაც იყოჩაღა, დაარწმუნა რუსები, რომ დანარჩენი კავკასიაც დაიწყებს გამოსვლებს, რაში გვაწყობს უსიამოვნება, მოდი დავუთმოთო და ისევ გადავრჩით, 1989 ში, როცა პრინციპში საბჭოთა კავშირი გორბაჩოვს უკვე დაშლილი ჰქონდა, ვიღაცას არ აწყობდა, რომ მშვიდად, ჭკვიანურად გამომძვრალიყავით და დამოუკიდებლობის მოთხოვნით ისევ ჩავიხოცეთ, ზვიადის არა დიპლომატიურმა და ზედმეტმა ურა პატრიოტულმა განცხადებებმა, წარმოშვა ოსეთის და აფხაზეთის კონფლიქტი, ისევ გამოჩდნენ გმირები, საუკეთესო ბიჭები ჩავხოცეთ, ვითომ ოპოზიცია, კი, მხოლოდ მარადიორობდა აფხაზეთში, აწიოკებდა სამეგრელოს და წამლის საჩხერად დარბოდა ოსეთში, ასლანს, რომ არ ეყოჩაღა, შეიძლება, მაშინ აჭარაც დაგვეკარგა, ისე დაიძაბა სიტუაცია, რონ ჩემი სომეხი მეზობლები, რომელთან ერთადაც გავიზარდე შიშით გვიყურებდნენ, ტელევიზიასთან, რომ დაბანაკდა ოპოზიცია, ხილიანზე ვცხოვრობდი, თავზე გადაგვდიოდა ტყვიები, ყველა გავიხიზნეთ ნათესავებთან, სხვადასხვა უბანში, ჩემი სომეხი მეზობლების გარდა, რომ ვკითხე ალბერტა ბიძია რატომ არ მიდიხართქო, ღიმილით მიპასუხა” სად უნდა წავიდე შვილო, ჩემი სამშობლო, ეს არისო, ჩემი წინაპრების საფლავებიც აქ მაქვსო” , ჩემმა რუსმა დაქალმა მკითხა, შეიძლება შენთან მოვიდე,მომენატრეო, მართალია მაშინ 14 წლის ვიყავი, მაგრამ მივხვდი, რომ რაღაც საშინელება ხდებოდა, ამ სიყვარულით სავსე ქალაქში, თავი გიტლერის ეპოქაში მეგონა. 😔
რა ხდება ეხლა?! 3 ომი, ისე გამოვიარეთ, არავის ჩვენი დროშები არ უფრიალებია, დახმარებაზე ზედმეტია ლაპარაკი, როგორც ყოველთვის, ისევ მარტონი დავრჩით პირისპირ რუსის ტანკებთან, 2008 ში, ისევ გმირები, ისევ საუკეთესო ბიჭები შეეწირნენ, ამ დროს ზელენსკი სკეჩებს დგამდა, საქართველოს დროშით ხელში და დაგვცინოდა, ჩვენ??? ჩვენ ვაფრიალებთ უკრაინის დროშებს, აივნიდან გვაქვს გადმოფენილი, პროფილის სურათები უკრაინის და ევროკავშირის ჩარჩოში ჩასმული, ხმის ჩახლეჩვამდე გავყვირივართ სლავა უკრაინას, ისე, რომ არ იციან, ვინ იყო გოგოლი, ლესია უკრაინკა, ვისაც მხოლოდ საქართველოს დროშა გვიყენია რუსეთუმეები ვართ თურმე, რუსული ” სპასიბა ბრატ” ჩაანაცვლა ” თენქს ბრაზერმა, ძმაო ჩაანაცვლა – ბრომ, ხარაშო ჩაანაცვლა ოქეიმ, ინგლისურ ტერმინოლოგიით საუბრობენ ბიზნესში- “მაგარი გუნდის” მაგივრად” მაგარი სტაფი” ყავს თურმე, ტელევიზიებში – ლაივი აქვთ და არა პირდაპირი ეთერი, ნუ ყოველდღიურ საუბრებს ვეღარ ჩამოვთვლი, ძალიან გრძელი სიაა, არადა უმეტესობა, ვინც ასე საუბრობს გარტყმაში არ არის, ვინ იყო ბიჩერ სტოუ, ჯეერომ სელინჯერი, ნუ შექსპირზე და ბაირონზე აღარაფერს ვიტყვი, ისე, როგორც მაშინ არ იცოდნენ არც პუშკინი, არც, ლერმონტოვი, არც საადი, არც რუდაქი და არც ხაიამი.😔
ისმის კითხვა ? სად არის ქართული ენა ? სად არის საქართველოს დროშები? სად არის ქართული ღირსება? რატომ არ ისმის ქართული ლოზუნგები? რატომ არ ისმის დიდება ქართველ გმირებს? 😔
ყველაზე წინ საქართველო და ქართველობა დააყენეთ ხალხნო, იცოდეთ მონებს არც ევროპა და არც ამერიკა არ დააფასებს, ისე, როგორც არ გვაფასებდნენ ადრე, უპირველესად იქართველეთ, იამაყეთ, პირიქით დაანახეთ, რომ უძველესი ცივალიზაციის ქვეყანა ვართ, პირველად მედიცინას აქ, ვანში მედეამ ჩაუყარა საფუძველი, 4 ენა და 3 ანბანი გვაქვს, ვიკინგები, რომ დარბოდნენ და რუსებს, ჯერ ანბანიც, კი არ ჰქონდათ, ჩვენ ვეფხისტყაოსანი უკვე დაწერილი გვქონდა, სკოლებიც, კი, რომ არ არსებობდა, მსოფლიოში, ჩვენ იყალთოს და გელათის აკადემიები გვქონდა, ათონის უწმინდეს მთაზეც კი ქართველი ბერები მოღვაწეობდნენ , ყველაფერს აქ, ვერ ჩამოვთვლი, ასე, რომ ახალგაზრდებო გადაშალეთ წიგნები, გაიგეთ “ვისი გორისანი ხართ”და მიხვდებით, რომ “იმაზე ბევრად მაღლა დგახართ ვიდრე, რუსები, უკრაინელები ” მაშასადამეები” და, ნუ ამერიკელებზე?? მოდით აღარაფერს ვიტყვი…



























