ბანასავით_მომებანა
ჩემი სიმაღლიდან ვიცქირები
მიწისპირა ხავსის ოდენა ვარ,
ზოგმა აინუნშიც არ ჩამაგდო
ზოგი ბანასავით მომებანა .
ფერდებჩამოსხეპილ საქართველოს ,
მცირედ საუფლოს და უფრო ქაჯეთს,
სულ სხვა გულისყურით დევებუცე
როჲცხა მივეახლე ტაო-კლარჯეთს .
როჲცხა ცხადად ვნახე ნასიზმრალი,
კილდე ანაფუნგი ფარდაგები,
ჩემთათვინაჲ გულში ამევმყმუვლე
ღმერთო, ამათ შევეარტახები,
შევებიჯგინები ყურანივით ,
მათი გადარჩენის საპირწონედ,
ღმერთო , ჩვენს ტაძრებში ხოჯის ლოცვა
ძველთა ნალოცისებრ ამიწონე…
ჩემი სიმაღლიდან ვიცქირები
ვერ ვარ აწოწილი სხვების დარად
მეც მათ ვებანები, ამ სულუხში,
ვიცხაჲ ბანასავეთ მომებანა…
მზია სალვარიძე
მომებანა-მომემხრო, ჩემი მხარე დაიჭირა!
გაღუშტული-შემოძარცული, მოშიშვლებული ;
დევებუცე – დავაკვირდი, მივაშტერდი, განვჭვრიტე;
სულუხში-გაჭირვების ჟამს, ჟამიანობისას.
P.S . უმორჩილესად გთხოვთ, ჯერ გაიაზრეთ და მერე განსაჯეთ !



























