ილუზიის ნეგატივი
ყველაზე მეტად ისეთი დღეების მეშინია
შეულამაზებელი თვალით რომ გიყურებთ,
გაჭრილად რომ გხედავთ,
ეპითეტებს რომ არ გიძებნით ,
თქვენს შესაძლო იდეებსა და თემებს არ განვიხილავ,
მეტაფორებს არ ვკითხულობ თქვენს ყოველ მიმოხვრაში…
მხოლოდ ასეთ დღეებში ვხვდები,
რომ თურმე საკუთარი სივრცის დიაპაზონს
თავად ვიმრავალფეროვნებ ,
ვიშინაარსებ
და ვიღრმავებ…
რომ თქვენ მხოლოდ ზღარბები ხართ…
და რომ არა ჩემი სული,
როგორც კუს ბაკანი,
ალბათ ისიც ისევე ადვილად გასკდებოდა,
როგორც ჩემი თქვენდამი გაბერილი წარმოდგენები სკდებიან ასეთ დღეებში.
არა, სრულებით არ ვარ ნეგატიური,
ზე რეალური ვარ და მხოლოდ იმ იმედით ვცხოვრობ,
რომ როცა იშვიათ შემთხვევებში საღად აზროვნების სურვილი გამიჩნდება,
ჩემს გვერდში ,
იმ თითზე ჩამოსათვლელ ადამიანთა მსგავსად,
მოიძებნებიან კიდევ ისეთები,
ვის გამოც
პროზაული ცხოვრების
პოეტურ ჭრილში განჭვრეტა იქნება შესაძლებელი…

































