ბოლო დროს ნამეტანი მომრავლდნენ თბილისის ისტორიის მცოდნენი. 🙂 დღეს ერთ-ერთ მეტნაკლებად ცნობილი გიდის საუბარს მოვკარი ყური, რომელიც ტურისტებს გულოდგინედ უყვებოდა, რომ თბილისი საუკუნეების მანძილზე აივნიანი ქალაქი იყოო. 🙂
სინამდვილეში კი, თბილისი სავსე იყო ერთსართულიანი პატარა ბანიანი სახლებითა და მიწურებით. მოქლაქეები და საქალაქო ცხოვრებასთან დაკავშირებული გლეხები სახლებს მხოლოდ გალავნის შიგნით იშენებდნენ. კედლის გარეთ დაბინავებისა მათ ეშინოდათ. მარბიელი რაზმის შემოსევის შემთხვევაში მათ საცხოვრებელს მიწასთან გაასწორებდნენ. ამიტომ გალავანს შიგნით სახლები ერთიმეორესთან ძალზე ახლოს შენდებოდა ყოველგვარი გეგმის გარეშე, თვითნებურად. თბილისის რელიების გათვალისწინებით, დამახასიათებელი იყო ტერასული დასახლების ტიპი. ერთი სახლის სახურავი ხშირად მეორე სახლის ეზო იყო. თბილისის ისტორიული ნაწილი საფეხურებად საკმაოდ მჭიდროს იყო დასახლებული.
























