ეს არის ერთი ძველი ისტორია, რომელიც გაუტამა სიდჰარტამ (ბუდამ ) თავის მოსწავლეებს უამბო.
ძველ დროში აღმსავლეთში ბევრი ქვეყნის იმპერატორებს უფლება ჰქონდათ რომ რამოდენიმე ცოლი ჰყოლოდათ, ასე რომ, იყო ერთი იმპერატორი, რომელსაც 4 ცოლი ჰყავდა.
ერთხელაც სიბერის ჟამს იმპერატორი ავად გახდა და ის უკვე სიკვდილის პირას იყო მისული. მან თავისთან დაიბარა თავისი ოთხივე მეუღლე. თავდაპირველად პირველ მეუღლეს მიმართა რომ ძალიან ცუდად ვარ და გთხოვ რომ სიკვდილში თან წამომყევიო, რაზეც პირველმა ცოლმა, მიუხედავად მისი დიდი სიყვარულისა, მაინც უარი უთხრა. მას ყველაზე მეტად თავისი პირველი ცოლი უყვარდა. რაც არ უნდა ეთხოვა, მისთვის იმპერატორს, ის ყოველთვის მასზე ზრუნავდა და მის სურვილებს მუდამ უსრულებდა. ამის გამო იმპერატორი ახლა თავს ძალიან ცუდად გრძნობდა…
შემდეგ იმპერატორი თავის მეორე ცოლს მიუბრუნდა და უთხრა, რომ შენ მაინც წამოდი ჩემთან ერთადო, რაზეც მეორე ცოლმაც იგივე გაუმეორა: ბოდიში, მაგრამ არც მე არ შემიძლია შენთან ერთად წამოსვლა. შენ მიყენებდი როცა გჭირდებოდი და მეც სულ შენს სამსახურში ვიყავი, მაგრამ ახლა ამ გზაზე მე შენ ვეღარ გამოგყვებიო, რის შემდეგაც იმპერატორმა კიდევ უფრო დაღონებუილად იგრძნო თავი.
ახლა ის თავის მესამე ცოლს მიუბრუნდა და მასაც იგივე სთხოვა. მესამე ცოლმა უპასუხა, რომ კი, შენ მე ძალიან გიყვარდი, ძალიან ხშირად იყავი ხოლმე ჩემთან ახლოს, ლხინში თუ გასაჭირში. მე შემიძლია შენს სასაფლაომდე გამოგაცილო. მაგრამ ამის იქით სამწუხაროდ ვეღარც მე ვერ გამოგყვებიო…
იმპერატორმა უკვე იმედგაცრუება იგრძნო და ბოლო ცდაზე თავის მეოთხე ცოლს მიმართა, რომელიც მას ცხოვრებაში ყველაზე უფრო ნაკლებად აინტერესებდა და ვისაც ასევე სხვებთან შედარებიტ უფრო ნაკლებად უვლიდა. მეოთხე ცოლი იმპერატორს შემოთავაზებაზე უპრობლემოდ დათანხმდა.
რა მესიჯია ბუდას ამ ამბის მიღმა?
ამ ისტორიაში პირველი ცოლი იყო მისი საკუთარი სხეული. ასე რომ, როცა ადამიანი მოკვდება, მისი სხეული არ იქნება მასთან და ის დატოვებს მას.
მეორე ცოლი იყო მისი ფიზიკური და ასევე ფსიქოლოგიური მოთხოვნილებები და ნივთები. როგორებიც იყო მისი პირადი მიღწევები, პრესტიჟი, სამფლობელოები. ვერც ნივთებს და ვერც მიღწევებს ვერ გავიყოლებთ თან.
მესამე ცოლი წარმოადგენდა მის მეგობრებს, ნათესავებს, ოჯახის წევრებს და ყველა მის დანარჩენ ურთიერთობებს. ისინი ჩვენ გამოგყვებიან სასაფლაომდე, მაგრამ ამის შემდეგ ისინიც მრტო დაგვტოვებენ.
ვინ იყო მეოთხე ცოლი?
მეოთხე ცოლი იყო მისი კარმა, რასაც ის მთელი ცხოვრება თან ატარებდა. როგორც კარგი ასევე ცუდი ქმედებები და თვისებები. როდესაც ადამიანი კვდება, ეს კარმა მას მის შემდგომ ეტაპზეც თან ახლდება.
ამიტომ, ყველაზე მეტად სწორედ ამ შინაგან თვისებებს უნდა მივაქციოთ ყურადღება, სანამ ჯერ კიდევ ცოცხლები ვართ, რადგან სწორედაც ჩვენი გაცნობიერებულობა იქნება ჩვენი ინდივიდუალური განვითარების დონის განმსაზღვრელი და სხვა მეტი არაფერი…


























