სამწუხარო ინფორმაცია მივიღე დღეს შვედეთიდან…
კიდევ ერთმა ღირსეულმა ქართველმა გადაინაცვლა იმიერ სამყაროში….მძიმე ავადმყოფობის შედეგად 78 წლის ასაკში, შვედეთში, ქალაქ სტოქჰოლმში გარდაიცვალა ქართველი ერისა და საქართველოს ჭეშმარიტი ჭირისუფალი ბატონი შალვა თევზაძე… რამოდენიმე დღის წინ ვესაუბრე..უკვე ძალიან ცუდად იყო…კიდევ ერთი ქართველის ძვალთშესალაგი გაჩნდა უცხო მიწაზე…უკანასკნელი მოხიკანი წავიდა იმ თაობის, რომელიც თურქეთსა და ევროპაში დაუღალავად ცდილობდა ქართული კულტურის პოპულარიზაციას და იცავდა საქართველოს ინტერესებს….. როგორც იცით, 2021 წელს გამომცემლობა “არტანუჯის” მიერ გამოიცა ჩემი ნაშრომი შვედეთში მცხოვრებ თურქეთელ ქართველზე შალვა თევზაძეზე, მის ბიოგრაფიაში თურქეთი, შვედეთი, საბჭოთა და პოსტსაბჭოთა დამოუკიდებელი საქართველო ერთმანეთს კვეთს. ეს არის ერთი ადამიანის ცხოვრება, რომელიც აერთიანებს საინტერესო მოვლენებს. ის არ იყო მხოლოდ მაყურებელი ამ მოვლენების, არამედ მონაწილე. შალვა თევზაძე ცნობილი თურქეთელი ქართველი გახლდათ .იგი 1945 წლის 16 მარტს (საპასპორტო მონაცემებით 1947 წელს, დარეგისტრირება მოხდა ორი წლის დაგვიანებით) თურქეთში დაიბადა. 1965 წლიდან ცხოვრობს შვედეთში, ქალაქ სტოქჰოლმში. დაამთავრა სტოქჰოლმის უნივერსიტეტი. ფლობს ქართულ, თურქულ, ინგლისურ, შვედურ, გერმანულ, ესპანურ, ნორვეგიულ ენებს. სხვადასხვა დროს მუშაობდა კორესპონდენტად გაზეთში „რესპუბლიკა“, პედაგოგად სკოლაში, თარჯიმნად, იყო საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას ოფიციალური წარმომადგენელი აღმოსავლეთისა და სკანდინავიის ქვეყნებში, რომლის მთავარ ამოცანას წარმოადგენდა საქართველოს დამოუკიდებლობის აღიარების პროცესის დაჩქარება. პოპულარიზაციას უწევდა უცხოეთში საქართველოს. ეს მისია მან ბოლომდე შეასრულა და დიდი ზეწოლის , სხვადასხვა ქვეყნის სპეცსამსახურების მიერ გადაბირების მცდელობებისა და მათ მიერ გამსახურდიას წინააღმდეგ წასვლის მოთხოვნის მიუხედავად, ერთგული დარჩა საქართველოს ეროვნული ხელისუფლების. შვედეთში მონაწილეობას იღებდა ანტისაოკუპაციო გამოსვლებში. არის უამრავი ნაშრომის ავტორი. 2019 წელს შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდისა და გერმანიის რესპუბლიკის “დაადის” სტიპენდიის ფარგლებში ვიკვლევდი გერმანიასა და შვედეთში მცხოვრები ცნობილი თურქეთელი ქართველების ცხოვრებასა და დოკუმენტურ მასალებს. ერთ- ერთი გახლდათ შალვა თევზაძე (შანვერ აქინი) ნაშრომს ახლავს საინტერესო დოკუმენტური და ფოტო მასალა. მოხარული ვარ , რომ შვედეთში საქართველოს ელჩი ბატონი ირაკლი ხუცურაული ეწვია წელს ქართველი ერის მოჭირნახულე ბატონ შალვა თევზაძეს და გადასცა მადლობის სიგელი.

მშვიდად განისვენეთ ბატონო შალვა, მთელი ცხოვრება იბრძოლეთ ღირსეულად და შეუერთდით იმ დიდ ქართველთა პლეადას, რომელთაც მოიხადეს ვალი ამ წუთისოფლისა და ქვეყნის წინაშე…
შალვა თევზაძეზე გამოცემულ ჩემი წიგნი ასე მთავრდება:
„შალვას დივანზე ჩაეძინა, საბანი დავაფარე და შუქი გამოვრთე. ფანჯარასთან მივედი და გადავხედე სუსხში გახვეულ, ჩაძინებულ სტოქჰოლმს.
ამასობაში გემი „სალახანა“ მიაპობდა ტალღებს, მიიწევდა წინ და ყოველ წამს შორდებოდა წარსულს…უკვე ასაკში მყოფი შალვა გემბანზე გამოვიდა, მზე უკვე ჰორიზონტს უსწორდებოდა და თავის უკანასკნელ სხივებს ზღვის ტალღებს აფენდა. შორიახლოს სტამბოლის ლამპიონები მოჩანდა…პატარა სანდროც იქვე იდგა იმედიანი და განცვიფრებული თვალებით შეჰყურებდა კონსტანტინეს ქალაქს, ნაჭრის ზურგჩანთაში მჭადის ნატეხები და ხახვი ელაგა. სანდრომ მოხუცს თავისი ულუფა გაუნაწილა. შალვამ მადლობის ნიშნად ზურგზე ხელი დაადო. იდგნენ გვერდიგვერდ და შესცქეროდნენ ათას ჭირ-ვარამ გადახდილ ქალაქს. ყმაწვილმა მორიდებით ჰკითხა შალვას, თუ სად მიდიოდა…ამ უკანასკნელმა კი მჭადის ჩამოცვენილი ნამცეცები ჩამობერტყა სანდროს მაისურიდან, შარვალი გაუსწორა, უნდოდა გაეფრთხილებინა, თუ რამდენად საშიშია დიდი ქალაქები, მაგრამ „სალახანას“ გამაყრუებელმა საყვირმა მგზავრებს ამცნო ნაპირთან მიახლოება…გემმა ჩაუშვა ღუზა. სანდრო გამოემშვიდობა შალვას და გულისფანცქალით ჩავიდა…ბოლოს მოიხედა, ხელი დაუქნია გემბანის მოაჯირზე მიყუდებულ მოხუცს და ლამპიონების მკრთალ შუქში გაუჩინარდა.
შალვა კი დიდხანს იდგა მგზავრებისგან დაცარიელებულ გემზე, სადაც აღარც ხალხის აღტკინებული შეძახილი ისმოდა და აღარც ტალღების ხმები, მხოლოდ სიჩუმესა და მდუმარებას მოეცვა იქაურობა. კაშკაშა მთვარე ანათებდა ჰორიზონტს, ხოლო ცაზე კი კუდიანმა ვარსკვლავმა სწრაფად ჩაიქროლა და უკან ნათება დატოვა….“

Çok üzücü haber aldım Stokholmdan……
İsveçte, Gürcistan bağımsızlığı için savaşan ve Görevini yerine getiren Şalva Tevzadze(Şanver Akın) rahmetli oldu, Birkaç gün önce telefonda konuştuk. Benimle vedalaştı…. İsveç’te Yaşayan Şalva Tevzadze (Şanver Akın)’nin ders alınacak hayatını anlatan çalışmam ”İki kez Muhacir Saba Artvineli (ŞALVA TEVZADZE)” Gürcüce olarak 2021de ''Artanuji'' yayınevi tarafından yayınlandı.Şalva Tevzadze'nin biyografisinde Türkiye, İsveç, Sovyet ve Sovyet sonrası bağımsız Gürcüstan birbiriyle kesişiyor. Bu, heyecan verici olayları bir araya getiren bir kişinin hayat hikayesidir. O sadece bu olayların izleyicisi değil, aynı zamanda katılımcısıydı. Şalva Tevzadze ünlü bir Türkiyeli Gürcüdür. 16 Mart 1945'te (Kimlik verilerine göre 1947'de, iki yıl geç kaydedildi) Türkiye'de doğdu. 1965'ten beri İsveç'in Stockholm kentinde yaşıyor. Stockholm Üniversitesi'nden mezun oldu. Gürcüce, Türkçe, İngilizce, İsveççe, Almanca, İspanyolca, Norveççe bilmektedir. Çeşitli zamanlarda "Republika" gazetesi nde muhabirbik, okulda öğretmenlik, tercüman olarak olarak çalıştı. Ana amacı Gürcüstan'ın bağımsızlığının tanınmasının hızlandırılması görevini yerine getirmek amacıyla, Gürcüstan'ın ilk Cumhurbaşkanı Zviad Gamsakhurdia'nın Ortadoğu ve İskandinav ülkelerindeki resmi temsilcisi olarak görev aldı. Yine Gürcüstan'ın yurtdışında popüler hale gelmesi için çalışmalar yaptı. Bu görevleri sonuna kadar yerine getirdi ve karşılaştığı büyük baskıya rağmen Gürcüstan'ın ulusal hükümetine sadık kaldı. İsveç'teki işgal karşıtı mitinglere katıldı. Çok sayıda kitabın yazarıdır. 2019 yılında Şota Rustaveli Ulusal Bilim Vakfı ve Alman Cumhuriyeti'nin "Daadi" bursu çerçevesinde, Almanya ve İsveç'te yaşayan ünlü Türkiyeli Gürcülerin yaşamlarını ve belgesel materyallerini araştırdım. Şalva Tevzadze (Şanver Akın) bunlardan biriydi. Bu çalışmaya ilginç belgesel ve fotoğraf malzemeleri de eşlik ediyor. 2023te İsveçteki Gürcistan büyükelçisi Sayın İrakli khutsurauli Shalva Tevzadze’yi ziyaret etmiş ve teşekkür belgesini vermis 2019 `da bana söylemişti “hayatım kolay olmayacağını biliyordum…hep savaştım,hep zorluklar çektim, ama evrenden her zaman bir güç alıyordum..” maalesef hastalıkla savaşı kaybetti….. Şalva bey, Yattığınız yer cennet olsun. Hoşça kalın demiyorum, görüşmek üzere diyeceğim :




























